ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ევა გოცირიძეს არავინ ეკითხება, რა კითხვას დავსვამთ, ეს არის ცენზურა - ინგა გრიგოლია

    ევა გოცირიძეს არავინ ეკითხება, რა კითხვას დავსვამთ, ეს არის ცენზურა - ინგა გრიგოლია„ახლა მივხვდი, რატომ უთხრა სტრასბურგმა უარი ევა გოცირიძეს,“ - ეს განცხადება ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

    მისი აზრით, მოსამართლის ადგილი, რომელიც თავისუფალ სიტყვას ღიად უპირისპირდება, სტრასბურგის სასამართლოში არ არის.

    „კარგი ჟურნალისტი ხარ მაშინ, როდესაც კითხვებს სხვამ და არა მაშინ, როდესაც კითხვებს სხვამ იმის მიუხედავად, მოეწონება ეს ევა გოცირიძეს ან ხელისუფლებას, თუ არა,“ - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

    ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეებს ურჩევს, თავისუფალ სიტყვას თავი დაანებონ იმ საქმეებს მიხედონ, რომლებიც თაროებზეა შემოდებული და, რომელთა სამართლიანობის აღდგენის დაპირებით ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა.

    მისი აზრით, ევა გოცირიძე ყველაზე კარგად უნდა ხვდებოდეს, რომ იმის კონტროლი, თუ რა შეკითხვას დასვამს ჟურნალისტი ამა თუ იმ სასამართლო საკითხზე, პირდაპირი ცენზურაა.

    „ვინ ეკითხება ევა გოცირიძეს, რა შეკითხვას დავსვამ მე, ან რა შეკითხვას დასვამ შენ გადაცემაში? ეს არის ცენზურა, როგორც ჩანს კანონის ფარგლებში, თუ სასამართლოს ფარგლებში, თუ რაღაცა დიდი გეგმის ნაწილია, ამ ფარგლებში უნდათ, რომ ეს ცენზურა მოაქციონ და დაგვიკანონონ, მაგრამ არ გამოვა," - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

    წყარო:hold.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი