„ჯორჯიან თაიმსის“ მთავარი რედაქტორი ნანა გაგუა სოციალურ ქსელში საქართველოს მთავრობას მიმართავს: „ფასანაურთან, სოფელ ხანდოში მთიულები, უფრო ზუსტად კი, 300 არაგველის ბრძოლებს გადარჩენილი შთამომავლები 21-ე საუკუნეში უკვე საკუთარი ოჯახების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის იბრძვიან! ხომ არ გავიწყდებათ, ვისი გორისანი არიან?! ის დედაარღნიანი ელექტრო-გიგანტი-ბოძები ზედ ოჯახებზე უნდა გადაუტაროთ და დააძაბუნოთ ისედაც ყველაფრით გადაღლილი ადამიანები?! თუ ყურიც არ მოგიკრავთ, რა ''ვიტამინებით'' გვაჯილდოვებს ასეთი მძლავრი ელექტრობა?! რა გინდათ?! ისედაც დაცლილი პერიფერიები კიდევ უფრო დააცარიელოთ და ხალხს თავზე ხელი ააღებინოთ?! უმძიმესი პირობების მიუხედავად არაგვის ხეობის მამაცი ხალხი ხეობას არ ტოვებს, მამა-პაპის ნასახლარს ზედ დაფოფინებს და ამას მხოლოდ საკუთარი კუთხე-კუნჭულის დიდი სიყვარული აკეთებინებს! ბარემ, პირდაპირ ოჯახებში შეუყვანეთ კაბელები და ეგაა! მაგრამ, იცოდეთ, იმ ''სამასისა'' არ იყოს, ამათმაც კარგად იციან ხელის შემობრუნება!!!! გონებას მოუხმეთ და სანამ ხალხს არ უხუვლია, ალტერნატიული გზები მოძებნეთ და ისე აკეთეთ საქმე! ხეობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა, სამხედრო გზა გადის და ამის მიუხედავად იცით, რა პირობებში უწევთ იქ ცხოვრება უმკაცრეს ზამთარსა და მკაცრ კლიმატურ პირობებში?! მაინც არ ტოვებენ კერიას და ახლა ეგ უაზრო ბოძებიღა აკლდათ!!!!. დაგიპატიმრებიათ, ხომ, ''პროტესტანტები''? მერე ჯარიმებიც დაგიკისრებიათ! ვიღაცისგან მართულობაც დაბრალებიათ! მთიულები საკუთარი ოჯახების ჯანმრთელობას იცავენ და ბათუმის მოვლენებისგან განსხვავებით, საკუთარ გარემოს არ წვავენ და არ აოხრებენ! ხოდა, ცოტა ფრთხილად-მეთქი! ხომ გაგიგიათ, ცხვარი ცხვარიაო,“ წერს ნანა გაგუა.
ყველა სიახლე
Home
ყველა სიახლე
რა გინდათ?! ისედაც დაცლილი პერიფერიები კიდევ უფრო დააცარიელოთ და ხალხს თავზე ხელი ააღებინოთ?! - ნანა გაგუა
რა გინდათ?! ისედაც დაცლილი პერიფერიები კიდევ უფრო დააცარიელოთ და ხალხს თავზე ხელი ააღებინოთ?! - ნანა გაგუა
Loading...
Facebook Blogger Plugin: Bloggerized by AllBlogTools.com Enhanced by MyBloggerTricks.com
ყველა სიახლე
Ярлыки:
ყველა სიახლე