არსებობს ე.წ. „სინქრონულობის თეორია“, რომლის მიხედვითაც ისტორიაში ყველა მოვლენა ურთიერთდამოკიდებულია. მოდით, ერთად გადავამოწმოთ.
ყველაზე ბებერი ხე უკვე 1000 წლის იყო, როდესაც უკანასკნელი მამონტი გაქრა. ყველაზე ბებერი ხეები ეს ბრისტლეკონური ფიჭვებია. კალიფორნიის თეთრ მთებში ხარობს ისეთი ხე, რომელიც 4000 წელზე მეტი ხნისაა. ახლახან კი აღმოაჩინეს კიდევ ერთი, 5000 წელზე მეტი ხნის. როგორც ითვლება, მამონტები, დაახლოებით, 4000 წლის წინათ გადაშენდნენ.
ყველაზე ბებერი ხე უკვე 1000 წლის იყო, როდესაც უკანასკნელი მამონტი გაქრა. ყველაზე ბებერი ხეები ეს ბრისტლეკონური ფიჭვებია. კალიფორნიის თეთრ მთებში ხარობს ისეთი ხე, რომელიც 4000 წელზე მეტი ხნისაა. ახლახან კი აღმოაჩინეს კიდევ ერთი, 5000 წელზე მეტი ხნის. როგორც ითვლება, მამონტები, დაახლოებით, 4000 წლის წინათ გადაშენდნენ.
კომპანია Nintendo უკვე არსებობდა, როცა ეიფელის კოშკის მშენებლობა მიმდინარეობდა. ამ დროს ჯერ კიდევ არ იყო ჩაწყნარებული ჯეკ გამომფატვრელის ისტორია. იაპონიის სათამაშო ფირმა Nintendo 1889 წლის 23 სექტემბერს დაარსდა. მაშინ ის უშვებდა სათამაშო ტალონებს „ხანაფუდას“ სახელწოდებით. პარიზში ამ დროს საფრანგეთის სიმბოლოს - ეიფელის კოშკის მშენებლობა მთავრდებოდა. ლონდონი კი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დამნაშავის - ჯეკ გამომფატვრელის გამო დიდ მღელვარებას მოეცვა.
პირველი ველოსიპედი გამოჩნდა პირველი ორთქმავლის შემდეგ. ველოსიპედი სინამდვილეში შედარებით ახალი გამოგონებაა. პირველი ორთქლმავალი წარმოდგენილი იყო 1797 წელს, ხოლო ველოსიპედის სახეობა 1818 წელს დააპატენტეს, ესე იგი 21 წლით გვიან.
ბრენდი კოკა-კოლა, სულ რაღაც, 31 წლით უმცროსია იტალიაზე. იტალიის სამეფო 1861 წელს წარმოიქმნა. ზუსტად 31 წლის შემდეგ, 1892 წელს, გამოჩნდა კოკა-კოლას პირველი სასმელი.
ჰიტლერი, სტალინი, ტროცკი, ფრანც იოსები და ფროიდი 1913 წელს ერთ ქალაქში ცხოვრობდნენ. წარმოიდგინეთ ვენა, 1913 წლის ზაფხულის თბილი დღე. პატარა კაფეში მაგიდას უსხედან ჰიტლერი, სტალინი, ფროიდი, ჩაის სვამენ და მშვიდობიანად საუბრობენ უმნიშვნელო რამეებზე. ასეთი შეხვედრა სრულიად შესაძლებელი იყო.
კლეოპატრა დროის მიხედვით მთვარეზე გაფრენასთან უფრო ახლოს ცხოვრობდა, ვიდრე პირამიდების მშენებლობასთან. ძველი ეგვიპტის ყველაზე დიდი, ხეოფსის ცნობილი პირამიდა, დაახლოებით, ჩვ. წ. აღ-მდე 2540 წელს აშენდა. კლეოპატრა კი ჩვენს დროსთან უფრო ახლოს, ჩვ. წ. აღ-მდე 69-30 წლებში ცხოვრობდა. ადამიანი კი მთვარეზე 1969 წელს გაფრინდა.
ჩარლი ჩაპლინი იმავე წელს გარდაიცვალა, როცა კომპანია Apple შეიქმნა. ჩარლი ჩაპლინი გარდაიცვალა 1997 წელს, იმავე წელს დაფუძნდა კომპანია Apple.
ჰარვარდის უნივერსიტეტი უფრო ადრე დაარსდა, ვიდრე ისააკ ნიუტონმა მოძრაობისა და გრავიტაციის კანონები გამოაქვეყნა. ჰარვარდი დაარსდა 1636 წელს, თითქმის, 50 წლით ადრე, ვიდრე ისააკ ნიუტონმა 1687 წელს გამოაქვეყნა თავისი ნაშრომი, რომელშიც წარმოდგენილი იყო მოძრაობისა და მსოფლიო მიზიდულობის კანონები.
ძმებ რაიტების პირველ გაფრენასა და მთვარეზე გაფრენას შორის 66 წელია. მეცნიერება სწრაფი ტემპებით ვითარდება და ეს სიჩქარე სულ უფრო მეტად იზრდება. ძმებმა რაიტებმა პირველი მართვადი გაფრენა 1903 წელს შეასრულეს, 1969 წელს კი ადამიანმა ფეხი დადგა მთვარის ზედაპირზე და სულ მხოლოდ 66 წელი გავიდა.
პირველი ფაქსი ტელეფონის გამოგონებამდე 10 წლით ადრე გამოჩნდა. სინამდვილეში ფაქსის მოწყობილობის პირველი აპარატი უფრო ადრე გამოჩნდა, მაგრამ პირველი კომერციული ფაქსი ხაზზე პარიზი-ლიონი 1865 წელს ამუშავდა და ის ელექტრომექანიკური იყო. ზუსტად 10 წლის შემდეგ. 1875 წელს თომას უოტსონმა და ალექსანდრე ბელმა პირველი მემბრანული ტელეფონის მუშაობის დემონსტრირება შეძლეს.