ბოლო დღეებში ტელეკომპანია „იმედზე" გადაცემების ფორმატი და ტელეწამყვანები შეიცვალნენ. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „გია ჯაჯანიძის შოუ" იხურება. ჟურნალი OK-ი გადაცემის პროდიუსერს მაია სტეფნაძეს დაუკავშირდაა, რომელმაც განაცხადა რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„არ ვიცი, საიდან ვრცელდება ეს ჭორები. გადაცემა საკმაოდ რეიტინგულია, გია ჯაჯანიძესთან ერთად ერთხელ მაინც ქუჩაში რომ გაიაროთ მიხვდებით, რატომ ვამბობ. დახურვის მიზეზსაც ვერ ვხედავ. შესაბამისად, გადაცემა ისევე წარმატებით განაგრძობს ეთერს, როგორც აქამდე", - განაცხადა მაია სტეფნაძემ.
წყარო: qartuliazri.ge