„ჯორჯიან თაიმსის“ მთავარი რედაქტორი ნანა გაგუა სოციალურ ქსელში ჩვენი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან პრობლემას ეხება და რამდენიმე ისეთ კითხვას სვამს, რომელზე პასუხსაც დაფიქრება და განსჯა სჭირდება: „აბორტის აკრძალვა არასწორად მიმაჩნია! ცალსახად გასაგებია, რომ აბორტი დიდი ცოდვა და დანაშაულიც კია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ კანონით აკრძალვის შემთხვევაში გაიფურჩქნება არალეგალური აბორტები! დღესაც კი მახსოვს 80-იანებში, ჩურჩულით რომ საუბრობდნენ სამზარეულოებში, ესა და ეს ''აბორტს გადაყვაო''.... ახლაც თვალწინ მიდგას ერთი ულამაზესი ''გადაყოლილი''. ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს, სანამ ამ თემას რაიმე კანონებს დავუქვემდებარებთ. სხვა, უკეთესი და ყველა ქალისათვის სასარგებლო გზებია მოსანახი! ქალი ჩარხი არაა, ჯერ ჩაესახოს, მერე კი მოეკვეთოს ნაყოფი! სახელმწიფომ ხელისგულზე უნდა ატაროს ორსულები და არა აბორტის აკრძალვა-დაშვებაზე იფიქროს!“წერს ნანა გაგუა.
ყველა სიახლე
Home
ყველა სიახლე
დიდი სიფრთხილე გვმართებს, ვიდრე ამ თემას კანონებს დავუქვემდებარებთ, ქალი ჩარხი არაა, ჯერ ჩაესახოს, მერე კი მოეკვეთოს ნაყოფი! - ნანა გაგუა
დიდი სიფრთხილე გვმართებს, ვიდრე ამ თემას კანონებს დავუქვემდებარებთ, ქალი ჩარხი არაა, ჯერ ჩაესახოს, მერე კი მოეკვეთოს ნაყოფი! - ნანა გაგუა
Loading...
Facebook Blogger Plugin: Bloggerized by AllBlogTools.com Enhanced by MyBloggerTricks.com
ყველა სიახლე
Ярлыки:
ყველა სიახლე