ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    „პანიკის საფუძველი არ არსებობს!“ - შსს-ს კომენტარი მეტეხის ხიდზე ბომბის არსებობის შესახებ

    გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეტეხის ხიდთან ირანელმა ქალმა ჩანთა დატოვა, რომელშიც სავარაუდოდ, ბომბია მოთავსებული. ინფორმაციის დასაზუსტებლად „რეპორტიორი" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს თამთა კოკელაძეს ესაუბრა. როგორც მან განაცხადა, ადგილზე მუშაობს პოლიცია და ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს.

    „ჩემი ინფორმაციით, შეტყობინება შემოვიდა უმეთვალყურეოდ დარჩენილ ჩანთასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ჩვენ მოვახდინეთ მყისიერი რეაგირება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და გამნაღმველები. შესაძლოა, შემთხვევით დარჩა ვიღაცას ჩანთა და ამას გავარკვევთ. სავარაუდოდ, პანიკის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრო ასეთ შეტყობინებებზე მყისიერად რეაგირებს", - განაცხადა თამთა კოკელაძემ.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი