ტელე-წამყვანი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში გადაცემა „პროფილის" დაბრუნებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს:
„სავსე მაქვს გული თქვენი სითბოთი და სიყვარულით. დიდი მადლობა ამ საოცარი ენერგიისთვის, ჩემი გულშემატკივრობისთვის და მხარდაჭერისთვის! მე თუ ფეხზე დადგომა და ჩემი საქმის გაგრძელება შევძელი, ეს თქვენი დამსახურებაა! მადლობა ამისთვის", - წერს მაია ასათიანი.
შეგახსენებთ, რომ 4 მაისს გადაცემა „პროფილი" ეთერში ბრუნდება.