ქართული არმიის დღეა…
კატინის ტყეში პოლონეთი არმიის მთელი ელიტა რომ დახვრიტეს რუსებმა, ძალიან კარგად იცოდნენ რასაც აკეთებდნენ.
ერის მხედრული ინტელექტის მოსპობა სურდათ.
დიახ, არსებობს ასეთი ცნება, - მხედრული ინტელექტი. ამ ინტელექტის განვითარებაზეა დამოკიდებული ერის ჩამოყალიბება სახელმწიფოდ.
"From the Halls of Montezuma, to the Shores of Tripoli" - დღესაც ამაყად მღერიან ამერიკელი საზღვაო ქვეითები 1878 წელს შექმნილ ჰიმნს.
ამერიკის სახელმწიფო ჰიმნის შექმნის ისტორიაც იცით ალბათ და ამიტომ არიან ამერიკელები ასეთი ამაყნი და ძლიერნი.
… და ამიტომ მოსპო და გაანადგურა რუსულმა იმპერიამ ქართული მხედრული სული. უამრავი ქართველი სამხედრო იყო რუსულ არმიაშიო - შემეკამათება მავანი. ეროვნული მხედრული ინტელექტი მხოლოდ ეროვნულ ფესვებზე დგას; დანარჩენი ყველა დაქირავებული მებრძოლი და უსამშობლო ავანტურისტია, რომლებიც გაუცნობიერებლად ან შლეგნი არიან, ან ბრიყვნი, ან სასიკვდილოდ განწირული სასოწარკვეთილნი.
სულ პირველი ქართული სამხედრო აღლუმი რომ ჩაატარა პრეზიდენტმა გამსახურდიამ, სტადიონზე ვიყავი მაშინ და ერთგვარი ნიჰილიზმით ვუცქერდი ერთდროულად გულისამაჩუყებელ და ცოტათი კომიკურ სანახაობას. მერე ამერიკის ჯარის ისტორია გავიხსენე და დავმშვიდდი…
90-იანი წლების რუსეთ-საქართველოს ომს რომ სამოქალაქო ომი დაერქვა, ამას ჰქონდა თავისი მიზეზი. ქართველი ჯარისკაცი არ და ვერ უნდა შეთამამებოდა რუს სალდათთან დაპირისპირებას. მხედრული ინტელექტის ქვაკუთხედი ხომ ფსიქოლოგიურ თავდაჯერებულობაზე უნდა იდგეს. ამას არ და ვერ დაუშვებდა გამოცდილი რუსული დაზვერვა და სამხედრო სისტემა. ამიტომ არ დაერქვა ამ ომს თავისი სახელი…
..საინტერესო კონტინგენტი ჰყავს ამერიკულ ფედერალურ კლინიკებს, ამერიკის არმიის ვეტერანები. მეორე მსოფლიო ომისა და ვიეტნამის ომის ვეტერანებთან საუბარი მიყვარს განსაკუთრებით. პირველნი წლებით დაბრძენებული ბაბუებია, მუდამ თბილად და ცოტა უხერხულად რომ იღიმებიან, მეორენი კი ძირითადად ისევ თავზეხელაღებული, უცნაურად ჩაცმული, მარიხუანით შეჭიკჭიკებული ახალგაზრდობაში ჩარჩენილები...
რამდენიმე წლის წინ, ერთი ასეთი, ბენდენაწაკრული "ვიეტნამელი" მოვიდა წინასაოპერაციო კლინიკაში. კაბინეტში შევიპატიჟე. სანამ მე მის ისტორიას ვკითხულობდი, თვალებს აცეცებდა აქეთ-იქეთ; მერე წამოდგა, კარადის თავზე შემოდგმულ ქართულ დროშას თითი მიაშვირა და ხრინწიანი ხმით ჩაიდუდღუნა - ვიცი მე ეს დროშა, ეს ევროპული ჯორჯიის დროშააო-. ღიმილით შევხედე.
- მაგარი ხალხი ხართ, 21 საუკუნეში მარტო თქვენ გაბედეთ რუსებთან ომი; ეტყობა ძალიან გიყვართ თქვენი სამშობლოო- გამომიცხადა ღიმილჩამორეცხილი, სერიოზული სახით, მერე მხედრულად გაიჭიმა და სალუტი მომცა.
...შევცბი, გამიხარდა, ცოტა დავიბენი და მერე ბენდენაწაკრულ ბებერ ჯარისკაცს მაგრად, ამერიკულად ჩამოვართვი ხელი. არაფერი მითქვამს, ვიცოდი ხმა გამებზარებოდა …
...პირველი სამხედრო აღლუმი რომ ჩაატარა და მიიღო პრეზიდენტმა სააკაშვილმა, თბილისში ვიყავი შვებულებით. ჩემი უმცროსი ბიჭი ( 3-4 წლის იქნებოდა მაშინ) მთელი აღლუმის განმავლობაში გაუნძრევლად იდგა ტელევიზორის წინ, ცალი ხელით სათამაშო ავტომატი ჰქონდა ჩაბღუჯული და მეორე კი საფეთქელთან მიტანილი, სამხედრო სალუტის ნიშნად. ჯერ ღიმილით ვუცქერდი, მერე ყელში ბურთი მომაწვა და თვალები რომ დამემალა, ოთახიდან გავედი ...
... ანწუხელიძის მოწამეობრივი, გმირული სიკვდილის კადრებს რომ ვუცქირე პირველად, მერე გავაცნობიერე თუ როგორ იზრდებიან ის ბიჭები, საკუთარი ქვეყნის სიმბოლოზე ფეხის დაბიჯებას რომ სიკვდილს არჩევენ და ისევ დამახრჩო იმ ოხერმა ბურთმა …
2008 წლის აგვისტოში მიიღო თანამედროვე ქართულმა არმიამ თავისი ნამდვილი და პირველი საბრძოლო ნათლობა. და რა ნეგატივზეც არ უნდა ისაუბრონ მავანთ, წარმოუდგენელია იმ ფსიქოლოგიური თავდაჯერების შეფასება, რომელიც ქართულ მხედრულ სულს რუსულ სამხედრო მანქანასთან უშუალოდ დაპირისპირებამ მოუტანა. ეს ის ინტელექტუალურ-ფსიქოლოგიური ინვესტიციაა, რომლის გაფანტვა-გაუბრალოება სახელმწიფო დანაშაულია და თუ ეს მოხერხდა, წყალში იქნება ჩაყრილი კიდევ ერთი თაობის ძალისხმევა ქართული სახელმწიფოს შესაქმნელად.
სწორედ ამიტომ მართებს ქართველ მოქალაქეებს სიფხიზლე და სწორედ ამიტომ უნდა აილაგმოს ყოველგვარი რუსული სამხედრო სიმბოლიკა ქართულ მიწაზე. გახსოვდეთ, ეს რუსული დაზვერვის გამანადგურებელი, ფსიქოლოგიური შეტევაა და თუ ჩვენ ეს დავუშვით, არ შევეწინააღმდეგეთ, საკუთარი ხელით დავასამარებთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და მომავალს!
ქართული არმიის დღეს გილოცავთ!

ზურაბ გურული