ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    რა კომენტარს აკეთებს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივანი იმ ფაქტზე, რომ სახლების ფანჯრის მინაზე ღვთისმშობელი გამოისახა

    რა კომენტარს აკეთებს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივანი იმ ფაქტზე, რომ სახლების ფანჯრის მინაზე ღვთისმშობელი გამოისახა
    ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივანი მიიჩნევს, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის მოქალაქეების მიერ გავრცელებულ ცნობებს, თითქოს ზუგდიდში რამდენიმე სახლის ფანჯრის მინაზე ღვთისმშობელი გამოისახა. დიმიტრი ვეკუამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ კომისიის შექმნის იდეა არის მხოლოდ მისი მოსაზრება და არ აქვს ინფორმაცია მიმდინარეობს, თუ არა მუშაობა საპატრიარქოში. „ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის ამ საკითხებს. ვის ოჯახში ხდება? როგორ ხდება? არიან თუ არა ამ ოჯახის წევრები მორწმუნეები? და ა.შ. და ბოლოს უკვე დაიდება დასკვნა, რომ არ იქნეს მოსახლეობა რაღაც შეცდომაში შეყვანილი. კეთილმორწმუნე ქრისტიანს არ უნდა აშინებდეს მსგავსი ფაქტები და ეს არც უნდა იყოს რაღაც მდგომარეობიდან გამოსვლის საბაბი. როცა ეკლესია დააფიქსირებს თავის მკვეთრ პოზიციას ამასთან დაკავშირებით და გვეტყვის, რომ დიახ, ეს გახლავთ ნამდვილად სასწაულებრივი მოვლენა, მიბრძანდით, ილოცეთ, პარაკლისები გადაიხადეთ, და როცა იქნება შესაბამისი ლოცვა-კურთხევა გაცემული ეკლესიის უმაღლეს იერარქთა მიერ, მაშინ ჩვენ აუცილებლად ვალდებულები ვიქნებით შევასრულოთ ეს ლოცვა-კურთხევა“, - უთხრა ლაივპრესს დიმიტრი ვეკუამ.

    სასულიერო პირის განცხადებით, მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორია მრავლად იცნობს და ასწავლის მსგავსი ფაქტების სასწაულთმოქმედებას, მაგრამ მისი განმარტებით, ეს არის შესაბამისი ცნობებით დადასტურებული. „რაც შეეხება ამ ფაქტებს მე არ მინახავს, თუმცა გავიგე ნამდვილად. ეს მოვლენა, უნდა განვიხილოთ თუ არა სასწაულის რაგნგში, გეტყვით, რომ სასწაულები ზოგადად ხდება ჩვენს ირგვლივ. კეთილმორწმუნე ქრისტიანისთვის სასწაული ხდება წმინდა ლიტურგიაზე, როცა ქრისტეს ვეზიარებით; სასწაული ხდება ნათლობის დროს. სასწაული გახლავთ ის, რომ ღვთისმშობლის კვართზე გამოსახულია მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი. სასწაულია მაცხოვრის საფლავზე გარდამოსული წმინდა ცეცხლი. საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გახლავთ სასწაულებრივად უხრწნელი სხეულები, მირონმდინარე ხატები და უამრავი სხვა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილი დადასტურებული ფაქტები ქრისტეს წმინდა სამოციქულო ეკლესიის მიერ საუკუნეთა უწყვეტ რეჟიმში გახლავთ დადასტურებული და აღიარებული. მე მოვისმინე სოხუმელი მღვდლების პოზიციაც, რომლებიც სოხუმიდან ჩავიდნენ გალში, ანალოგიური ფაქტი გამოვლინდა. მათი პოზიციაც გახლავთ ის, რომ იქაც არ იყო სახე ხატისა, თუ გამოსახულებისა, რაც გამოისახა ამ ფანჯარაზე, და ზოგადად ჯერ ეკლესია არ დაინტერესებულა და გამოხმაურება არ ყოფილა“, - უთხრა „ლაივპრესს“ ეპარქიის მდივანმა.

    მედიით გავრცელებული ცნობების თანახმად, ზუგდიდში რამდენიმე სახლის ფანჯრის მინაზე, როგორც მართლმადიდებელი მორწმუნეები ამბობენ, გამოისახა ღვთისმშობლის სახე. მორწმუნეები სახლების კედლებთან სანთლებს ანთებდნენ, ლოცულობდნენ და იღებდნენ ფოტოებს.

    livepress.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი