რუსეთიდან საქართველოში მოტომარშით მოტოკლუბ „ღამის მგლების“ წევრები შესაძლოა, აღარ შემოვიდნენ. კლუბის პრეზიდენტის, პროფესიით ქირურგი-სტომატოლოგის, „ქირურგის“ მეტსახელით ცნობილი ალექსანდრე ზალდოსტანოვის თქმით, შესაძლოა, საქართველოში ჩამოსვლა ვეღარ მოასწრონ.
„მიგვიწევს გული, თუმცა, ალბათ, ვეღარ მოვასწრებთ. დიდი ხანია, დავპირდი ალექსანდრე ზახარჩენკოს, ასევე, პეტერბურგშიც გველოდებიან 6 მაისს“, – განცხადება ზალდოსტანოვმა „საზოგადოებრივის“ კითხვის პასუხად.
ზალდოსტანოვი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული პირია. „ღამის მგლები“ საქართველოში 2015 წელსაც გამოჩნდნენ. მაშინ, მათი ვიზიტის დროს, ქართველმა ბაიკერებმა ვაკის პარკთან მორიგეობა მოაწყვეს, სადაც ტრადიციულად, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები იმართება, რათა პარკში „ღამის მგლები“ არ შეეშვათ.

წყარო:kvira.ge