ბარს მოკიდონ ხელი და ჩვენთან ერთად გაამწვანონ ჩვენი ქალაქი, დარგონ რაც შეიძლება მეტი ხე. თუ ასე შეტკივათ გული ჩვენს ქალაქზე და მის გამწვანებაზე, გაამწვანონ, - ასე უპასუხა თბილისის მერმა დავით ნამრანიამ ოპოზიციის ბრალდებებს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის ხელოვნურად გაჩენასთან დაკავშირებით.
ნარმანიამ ოპონენტების განცხადებებს დეზინფორმაციული უწოდა და აღნიშნა, რომ ხანძარი ლისის ტბაზე რამდენიმე წლის წინ გაჩნდა.
”ეს არის ნახანძრალი ხეები, როცა რამდენიმე წლის წინ, ზაფხულში, ბალახს გაუჩნდა ცეცხლი და რამდენიმე ხე დაიწვა. სირცხვილია მათი ასეთი ქცევა, როცა ისევ დეზინფორმაციებით ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. უკეთესი იქნებოდა ჯერ საკითხში გაერკვნენ, მოგვისმინონ ჩვენ და მერე გააკეთონ განცხადებები. კიდევ უფრო უკეთესი იქნება საერთოდ, ბარს მოკიდონ ხელი და ჩვენთან ერთად გაამწვანონ ჩვენი ქალაქი, დარგონ რაც შეიძლება მეტი ხე. თუ ასე შეტკივათ გული ჩვენს ქალაქზე და მის გამწვანებაზე, გაამწვანონ”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ინფორმაციით, ლისის ტბის მიმდებარედ, ტყეში ხანძარი ხელოვნურადაა გაჩენილი. მათი განმარტებით, ხეების განადგურება კონკრეტული ბიზნესინტერესების გამო ხდება. ოპოზიცია დედაქალაქის მერიის პასუხისმგებლობასა და უმოქმედობაზეც საუბრობს.