საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილის ბრენდი "მერსედესია".
ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მიერ 2016 წელს საქართველოში რეგისტრირებული, იმპორტირებული და რეექსპორტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ კვლევაშია ნათქვამი.
კვლევის თანახმად, 2016 წელს საქართველოში გავრცელებული ბრენდების ათეულში "მერსედესი" ლიდერობს. საქართველოში 161 797 ამ მარკის ავტომობილია. მეორე ადგილს "ოპელი" იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე - "ფორდია".