ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    "ერთი შვილი დამეღუპა..." - გაიცანით ქალი, რომელმაც "X ფაქტორში" საოცარი ტრანსფორმაციით მთელი ფილარმონია აატირა

    მატილდა კატალია მაყურებელმა "X ფაქტორის" სცენიდან გაიცნო. ორი შვილის დედამ 44 წლის ასაკში საკუთარი ძალები დიდ სცენაზე მოსინჯა და როგორც თავად ამბობს, სამზარეულოდან პირდაპირ ფილარმონიაში მივიდა სამღერად. მის გამოსვლას ნამდვილი ფურორი მოჰყვა - 44 წლის კონკურსანტის საოცარმა ტრანსფორმაციამ ჟიური და მაყურებელი ერთნაირად აღაფრთოვანა. 

    "ნამდვილად არ ველოდი ასეთ შეფასებებს, ჩემთვის ეს ემოციური იყო. ვიცოდი რომ სიმღერა შემეძლო, მაგრამ ვფიქრობდი, ალბათ მეც ისე ვმღერი, როგორც ყველა ქართველი-თქო და აქამდე საკუთარი სიმღერით დიდი აუდიტორიის წინაშე არ გამოვსულვარ. თუმცა, ყოველთვის მინდოდა სცენაზე სიმღერა, ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე აქამდე ეს არ ვცადე, მაგრამ როცა მივხვდი უკვე დრო იყო, 44 წლის ვარ, მივედი "იქს ფაქტორის" პრეკასტინგზე და ასე მოვხვდი პროექტში. 

    - თქვენი გულშემატკივრები შვილების გარდა ვინ არიან? 
    - პროექტში ბავშვებთან ერთად მოვედი. ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ჩემი მეუღლეა, მებრძოლი კაცია, მაგრამ კამერებმა შეაშინა. მართალია კასტინგზე გვერდით არ მყავდა, მაგრამ ვგრძნობდი როგორ მგულშემატკივრობდა. სახლში როცა დავბრუნდი, მეუღლე ნამტირალევი იყო, ისე გაეხარდა ჩემი წარმატება. მითხრა, რომ მცოდნოდა ასე კარგად მღერი, აქამდე გაგიშვებდი სცენაზეო... 

    - ვინ არის თქვენი მეუღლე?
    - ჩემი მეუღლე ჯარისკაცია, აფხაზეთის ომში წინა ხაზზე იბრძოდა. ერთმანეთი 14 წლის წინ გავიცანით, მას გადაწყვეტილი ჰქონდა, სამონაზვნო ცხოვრება დაეწყო, მე ეკლესიაში მგალობელი ვიყავი. ჩემმა მამაომ მთხოვა, კასპში გამომყევი, იქაურ გოგონებს გალობა ასწავლეო და ასე გავიცანი ჩემი ქმარი, მამაოს სახლში. ის ყველგან თან დაჰყვებოდა მამაოს. ორი შვილი გვყავს, გიორგი და გაბრიელი. 

    - აქამდე რატომ არ სცადეთ სცენაზე გამოსვლა?
    - რთული ცხოვრება მაქვს გავლილი. სიმღერისთვის არასოდეს მეცალა, ჯერ ვსწავლობდი, მერე გავთხოვდი, ყველა ორსულობა რთული მქონდა. წოლითი რეჟიმი მქონდა. გიორგის მერე, ერთი შვილი დამეღუპა, მშობიარობიდან ერთ კვირაში თოთო დაიღუპა... ეს იყო ჩემთვის შოკი, წარმოუდგენელი ტრაგედია, ამის გამო ცხოვრების კალაპოტიდან საერთოდ ამოვვარდი. შემდეგ დაიბადა გაბრიელი და ერთი წელი სიარულის უნარი მქონდა დაკარგული, ვიწექი, არ შემეძლო მოძრაობა და ერთი წლის მერე გზადაგზა აღმიდგა...

    - ახლა მხოლოდ გიორგის და გაბრიელის აღზრდით ხართ დაკავებული?
    - კი, მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, სხვადასხვა რეჟიმი აქვთ და მხოლოდ მათ აღზრდას ვუთმობ მთელ დროს.
    ambebi.ge
    იხილეთ მატილდა კატალიას გამოსვლის ვიდეო

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი