ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ვისაც ვიცნობ, ყველა ამ მთავრობის გინებაშია და მიშას ნატრულობენ, მიპასუხა მძღოლმა

    გუშინ ტაქსით მომიწია მგზავრობამ,ჩემი მანქანით არ ვიყავი და ორივე გზა-წინ და უკან ტაქსისტებს ვესაუბრებოდი.ორ დიპლომზე არცერთ მათგანს ხმა არ ამოუღია,სამაგიეროდ თავად გააბეს საუბარი იმაზე,თუ რა აუტანელი მდგომარეობაა ქვეყანაში,როგორ გაუძნელდათ მუშაობა და ოჯახების რჩენა.ერთმა ისიც კი მითხრა-მე თავიდანვე ვიცოდი,ივანიშვილი რისთვისაც მოდიოდა ხელისუფლებაში და 2012-შიც ხმა მიშას და ნაციონალურ მოძრაობას მივეციო.
    მერე დაამატა-მიშასთვის გარემოცვას რომ არ ემტყუნა, გირგვლიანის ამბით დაწყებული და ე.წ. "კადრებით" დამთავრებული, ივანიშვილი მთავრობაში ვერასოდეს მოვიდოდაო. გულწრფელად გულდაწყვეტილი ჩანდა და ვკითხე, სხვები რას ფიქრობენ-მეთქი. მე ვისაც ვიცნობ, ყველა ამ მთავრობის გინებაშია და მიშას ნატრულობენო, მიპასუხა.
    მერე დაამატა-ზოგი იმასაც ამბობს, რომ ამ ქვეყანას ან სტალინი უნდა და ან მიშაო. სტალინზე გავეცი პასუხი და მართალი ხართ, სტალინი იმ ამბავში ახსენეს,რომ ქართველებს წესრიგს შიშით თუ მიაჩვევო. არ გვინდა-მეთქი ასეთი შიში და წესრიგი სამართლიანი ჯარიმითაც მიიღწევა-მივუგე.
    ბოლოს ვკითხე, აი ხალხი რატომ პასიურობს-თუ ამ მთავრობას ვერ იტანს, ქუჩაში რატომ არ გამოდიან, როგორ ფიქრობ-მეთქი.
    ცოტა ხანს ჩუმად იყო და მერე მომიბრუნდა და მითხრა-ქალბატონო, ხალხს ქუჩაში მხოლოდ ის გამოიყვანს, ვისიც სჯერა და ასეთი მხოლოდ მიშა სააკაშვილია და ბიძინა იმიტომაც არ შემოუშვებს საქართველოშიო.
    ლიდერის გარეშე ხალხი არა ვართ-მეთქი ვკითხე და უკრაინელების მაიდანი გავახსენე, 2014 წელს ლიდერის გარეშე რომ გამოვიდნენ ქუჩაში. ამაზე ვეღარაფერი მითხრა და მხოლოდ გაიმეორა-მიშა რომ იყოს, ხვალვე გამოვალ მეც და ვისაც ვიცნობ-იმათი უმრავლესობაცო.
    მოკლედ, ასე იყო ეს ამბავი-იცის ჭორვილელმა, რასაც აკეთებს.
    მაგრამ მაინც ვერ უშველის.

    მაია ორჯონიკიძე

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი