“მარჯანიშვილის თეატრის” დირექტორი ეკატერინე მაზმიაშვილი ადასტურებს, რომ გივი ბერიკაშვილს გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, ხელფასი შეუმცირდა.
თეატრის დირექტორის თქმით, ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც დეკემბერში ხელფასის შემცირებასთან დაკავშირებით ესაუბრა.
ამის შესახებ მაზმიაშვილმა ტელეკომპანია “იბერიას” თოქშოუ “პრიორიტეტში” განაცხადა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტის შემცირება დიდი გამოწვევა იყო თეატრისთვის და იძულებულნი გახდნენ, 250 ადამიანიდან, ხელფასი 17-სთვის შეემცირებინათ.