მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი აცხადებს, რომ დღეს არსებული სიტუაციის გამო, აპირებს თეატრიდან წავიდეს.
ამის შესახებ მგალობლიშვილმა ტელეკომპანია “იბერიასთან” ინტერვიუში გაანცხადა.
მისი თქმით, რაც სათქმელი ჰქონდა, უკვე თქვა და ამის შემდეგ ხმის ამოღებას აღარ აპირებს, რადგან არავის ენდობა, განსაკუთრებით კი კულტურის მინისტრს.
“ჩემი მისაღები მივიღე, აწი ხმის ამოღებას აღარ ვაპირებ, რადგან სხავდასხვანაირად ატრიალებენ”, – აცხადებს მსახიობი.