მომღერალ ნუგზარ ერგემლიძის მეუღლე ანი ერგემლიძე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა. შემთხვევა ვერაზე, 51-ე სკოლასთან მოხდა. მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში ნუგზარ ერგემლიძის შვილმა გიორგი ერგემლიძემ დაწერა: “სასწრაფოს მანქანამ დაარწყა დედაჩემს გაჩერებაზე… Nice country we are living in…”. როგორია დაშავებულის მდგომარეობა, Ambebi.ge გიორგი ერგემლიძეს დაუკავშირდა: – შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა, ახლაც შოკში ვართ. დედა ვერაზე, 51-ე სკოლასთან გაჩერებაზე იდგა, რა დროსაც მოულოდნელად მოხდა შემთხვევა. მას სასწრაფოს მანქანა დაეჯახა, რომელიც უკუსვლით მოდიოდა ვერაზე და ისე, რომ არც გამოუხედია მძღოლს, დაეჯახა გაჩერებაზე მდგომ დედაჩემს. ისე შევშინდით მთელი ოჯახი, გარეთ აღარ გავალთ ალბათ. – რა სახის დაზიანებები მიიღო დედამ? – დაჟეჟილობები აქვს და ტვინის შერყევა. უზნაძეზე წევს ტრავმატოლოგიურ კლინიკაში, სადაც რამდენიმე დღე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. წყარო: www.ambebi.ge
ყველა სიახლე
Home
ყველა სიახლე
სამწუხარო ინფორმაცია, რომელიც ახლახანს გავრცელდა - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ნუგზარ ერგემლიძის მეუღლე დაშავდა
სამწუხარო ინფორმაცია, რომელიც ახლახანს გავრცელდა - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ნუგზარ ერგემლიძის მეუღლე დაშავდა
Loading...
Facebook Blogger Plugin: Bloggerized by AllBlogTools.com Enhanced by MyBloggerTricks.com
ყველა სიახლე
Ярлыки:
ყველა სიახლე