პორტუგალიელმა ექსტრასენსმა ჰორაციო ვილიეგასმა, რომელმაც ადრე დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება იწინასწარმეტყველა, მე-3 მსოფლიო ომის დაწყების თარიღი დაასახელა. ვილიეგასის განცხადებით, დამანგრეველი ბირთვული ომი აშშ-ის, ჩინეთის, რუსეთის და ჩრ.კორეის მონაწილეობით, 2017 წლის 13 მაისს დაიწყება, ზუსტად 100 წლის შემდეგ პორტუგალიაში ქალწულ მარიამის გამოცხადებიდან, და რამდენიმე თვეს გაგრძელდება.
მისტიკოსმა ასევე იწინასწარმეტყველა ბაშარ ასადის მკვლელობა, რაც ომის დაწყების მიზეზი გახდება.
ექსტრასენსის განცხადებით, ომი 13 ოქტომბერს დამთავრდება, მაგრამ “ზოგიერთისთვის უკვე გვიან იქნება”, რადგან ომს დამანგრეველი შედეგები ექნება.
ვილიეგასმა 2015 წელს იწინასწარმეტყველა ტრამპის გაპრეზიდენტება, რომელიც მე-3 მსოფლიო ომს მოუტანდა ხალხს.
წყარო: intermedia.ge