ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ,,ზურაბ ყიფშიძე ''უფულოდ'' რომ ეყოლება სახელმწიფოს, ამას სამარცხვინო ქვეყანა ჰქვია..." - ნანა გაგუა

    ,,ზურაბ ყიფშიძე ''უფულოდ'' რომ ეყოლება სახელმწიფოს, ამას სამარცხვინო ქვეყანა ჰქვია..." - ნანა გაგუა
    მედია ჰოლდინგ ,,ჯორჯიან თაიმსის" მთავარი რედაქტორი - ნანა გაგუა ფისბუქის საკუთარ გვერდზე მსახიობ ზურა ყიფშიძის ხელფასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება:

    ,,ზურაბ ყიფშიძე ''უფულოდ'' რომ ეყოლება სახელმწიფოს, 
    ამას სამარცხვინო ქვეყანა ჰქვია...
    ფლიდები და მედროვეები დროს კარგად უწყობენ ფეხს,
    სხვაგვარნი კი ხეებისა არ იყოს, ზეზეულად კვდებიან.. 
    სირცხვილია! თავის მომჭრელი სირცხვილი!!!!!!

    ჩემი დიდი სიყვარული მინდა დაგიდასტუროთ, ბატონო ზურა... და მინდა, მავანთა მაგიერ დიდი ბოდიში მოგიხადოთ...." 
    - წერს ნანა გაგუა. 

    შეგახსენებთ, რომ მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:

    „მსახიობებმა მომწერეთ, ვინც ხართ თანამოაზრეები. იმისათვის რომ ჩამოვყალიბდეთ, ყველას გთხოვთ დამიკავშირდეთ, თეატრში შევხვდეთ და კონკრეტულ ქმედებებზე ვისაუბროთ. ყველამ თავიანთი უფლებები თუ არ დაიცვა, არავინ შენს მაგივრად საჯდომს არ გაანძრევს. არ ვაპირებ მიტინგების ჩატარებას და გზების გადაკეტვას, ვაპირებ გაფიცვას. თუ ერთად დავდგებით და ყველა თეატრი გაიფიცება, მიხვდებიან, რომ არ ვხუმრობთ. ქამარი ისეთი შემოჭერილი მაქვს, რომ ახალი ხვრელი გავუკეთე დამატებით. უკულტურო სამინისტროსი მრცხვენია და ყველა ფსევდოკულტურის მოხელეები მძულს, პირფერები და ერთი ადგილის მიმცემები. არავინ არ ფიქრობს წლების მერე მათ როგორ მოიხსენიებენ, იმიტომ რომ დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ. მე პირადად ამომივიდა ყელში ამდენი უცოდინარის ყურება. სერიოზულად ვამბობ, დავთქვათ თარიღი, შევიკრიბოთ, ავწონ-დავწონოთ ყველაფერი, დავკვალიანდეთ და ნაბიჯი გადავდგათ. ორგანიზებას ჩემს თავზე ვიღებ, რომ ადვილად დავკვალიანდეთ“
    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი