გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციების გატანისას, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა, დახლების ქვეშ, გაფუჭებული და ვადაგასული საკვები პროდუქტები აღმოაჩინეს. კერძოდ, საუბარია ხორცზე, ყველსა და კვერცხზე, რომლებსაც მოვაჭრეები აღნიშნულ ტერიტორიაზე ყიდდნენ.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროდუქტები ნორმების დარღვევით ინახებოდა.
თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა, რკინიგზის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორია და თევდორე მღვდლის ქუჩის ერთი ნაწილი, გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციებისგან გაწმინდეს. ტერიტორია შპს “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მორეცხეს.
როგორც “თბილსერვის ჯგუფის” დირექტორის მოადგილე დავით დოლიძემ განაცხადა, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის საფუძვლიანად დასუფთავება და მორეცხვა, იქ არსებული გარევაჭრობის გამო, მრავალი წლის შემდეგ, პირველად გახდა შესაძლებელი.
„დღეს პირველად, მრავალი წლის შემდეგ, საფუძლიანად დასუფთავდა და მოირეცხა მეტროსადგურ „სადგურის მოედნისა“ და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია. აქ პრობლემას გვიქმნიდა გარე ვაჭრობა. ჩვენი დილის მეეზოვეები საერთოდ ვერ მუშაობდნენ და ძალიან ბევრ სირთულეს ვაწდებოდით. ამ ტერიტორიაზე არსებულ ანტისანიტარიასთან დაკავშირებით „თბილსერვის ჯგუფს“ მოსახლეობა ძალიან ხშირად მომართავდა. დღეიდან ვპირდებით ადგილობრივებს, რომ დილის საათებში, ყოველდღიურ რეჟიმში დასუფთავდება, შემდეგ კი, სპეციალური ტექნიკით, მოირეცხება აღნიშნული ტერიტორია“,- განაცხადა დავით დოლიძემ.მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა მოვაჭრეები, რამდენჯერმე გააფრთხილა შეეწყვიტათ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა.
როგორც თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი აცხადებს, გარევაჭრობის საკითხის მოწესრიგება მოქალაქეთა თხოვნის საფუძველზე მიმდინარეობს და ტერიტორიების დასუფთავების შემდეგ, გარემოვაჭრეებს უკანონო საქმიანობის გაგრძელების უფლება აღარ მიეცემათ.
„ჩვენი თვითმიზანი არ არის გარემოვაჭრეების შემოსავლის გარეშე დატოვება. პირიქით, მათ საქმიანობის სხვადასხვა ბაზრობაზე გაგრძელებას ვთავაზობთ. ბაზრობების ადმინისტრაციასთან მიღწეულია შეთანხმება, რომ პირველი 6 თვის განმავლობაში გარემოვაჭრეებს ადგილებს საიჯარო გადასახადის გარეშე გამოუყოფენ“,-განაცხადა გიგა ნიკოლეიშვილმა.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერია უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას განაგრძობს და უახლოეს მომავალში გარევაჭრობის პრობლემა მთელი ქალაქის მასშტაბით მოწესრიგდება.
დედაქალაქის მთავრობის მიერ ჩატარებული მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ბაზრობების ასოციაცია, შეღავათიანი პირობებით, 6 თვის ვადით, გარემოვაჭრეებს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით ადგილებს დაუთმობს და ბაზრობების დირექცია მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნის.
მერიის ინფორმაციით, გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია, რკინიგზის ცენტრალურ სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, “დინამოს” სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ “დიდუბის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი “დეზერტირების ბაზრის” ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეუძლიათ.
“გარდა იმისა, რომ გარევაჭრობა უკანონოდ ხორციელდება, ასევე, ირღვევა მალფუჭებადი პროდუქციის შენახვის პირობები, ხდება გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, ჩნდება ანტისანიტარია, მახინჯდება თბილისის იერსახე და ფერხდება გადაადგილება”,- აცხადებენ მერიაში.
თბილისის მერიამ უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 19 მარტს, მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. ანალოგიურ ღონისძიებების გატარებას, თბილისის მერია მომავალშიც აპირებს, რის გამოც, გარემოვაჭრეებს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლებას აღარ მისცემენ.