ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ირაკლი მამალაძე: პრეზიდენტი პატრიარქს დეკანოზის შეწყალებას სთხოვდა, ომბუდსმენი კი მის მონახულებას...

    ე.წ. ციანიდის საქმის მთავარმა მოწმემ ირაკლი მამალაძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა, რომ პრეზიდენტს ჯერ კიდევ არ ჰქონდა მტკიცებულებები ნანახი, როდესაც პატრიარქთან მივიდა და დეკანოზის შეწყალებაზე ესაუბრებოდა.

    „საქმის დაწყებიდან პირველი მოჩვენება ვისაც დაეწყო, ეს იყო პრეზიდენტი, შემდეგი იყო სახალხო დამცველი, რომლებსაც მტკიცებულებები არ ჰქონდათ ნანახი, მივიდნენ პატრიარქითან. პრეზიდენტმა დაუწყო საუბარი შეწყალებაზე. უჩა ნანუაშვილი კი პირდაპირ ეუბნებოდა პატრიარქს წამობრძანდი და მამა გიორგი ნახეო",- განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

    აღნიშნული ინფორმაცია უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემაც დაადასტურა და დასძინა, რომ უტყუარი ინფორმაცია აქვს.

    „უტყუარი ინფორმაცია მაქვს. მე რასაც ვლაპარაკობ ეს ის კი არ არის რასაც ადვოკატები საუბრობენ. მე რასაც ვლაპარაკობ, ყველა სიტყვაზე ვაგებ პასუხს", -განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი