ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    დიდგორის ბრძოლის, 12 აგვისტოს დიდი გამარჯვების დღედ გამოცხადება პარლამენტმა პრემიერის მითითებით შეაჩერა

    დიდგორის ბრძოლის, 12 აგვისტოს დიდი გამარჯვების დღედ გამოცხადება პარლამენტმა პრემიერის მითითებით შეაჩერა
    geotimes.ge-თვის ცნობილი გახდა, რომ კანონპროექტის განხილვა, რომელიც ითვალისწინებდა დიდგორის ბრძოლის დღის - 12 აგვისტოს დიდი გამარჯვების დღედ და უქმედ გამოცხადებას, პარლამენტმა შეაჩერა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, კანონმდებლებს პრემიერმა მიმართა და ითხოვა, ანგარიში გაეწიათ თურქული მხარისთვის, რომელმაც უკმაყოფილება გამოთქვა ამ დღის საზეიმო აღნიშვნის გამო.
    შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია თურქეთის ხელისუფლების უკმაყოფილების თაობაზე პირველად პირველმა არხმა გაავრცელა. „მართველი პარტიის ექვსი დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა, შესაძლოა, შეჩერდეს. საუბარია საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც დიდგორის ბრძოლის დღის - 12 აგვისტოს დიდი გამარჯვების დღედ და უქმედ გამოცხადებას გულისხმობს. არაოფიციალური ინფორმაციით, შრომის კოდექსში შესატან ცვლილებას თურქეთის მხრიდან ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. ინფორმაციას ნაწილობრივ პროექტის ერთ-ერთი ავტორიც ადასტურებს. აკაკი ზოიძე დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ დიპლომატიურ დონეზე უარყოფითი პოზიცია დაფიქსირდა. ქართული ოცნების წევრები ახლა ისტორიკოსებთან კონსულტაციების გავლას გეგმავენ. თავის დროზე, ამ ინიციატივით უმრავლესობის ერთ-ერთი წევრიც გამოვიდა.“, ნათქვამია პირველი არხის ინფორმაციაში. 
    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი