ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ცოლი მოკლა და შემდეგ მის მოსაკლავად წავიდა, მაგრამ ის ბიჭი სახლში არ დახვდა - რა მოხდა ასპინძაში

    ცოლი მოკლა და შემდეგ მის მოსაკლავად წავიდა, მაგრამ ის ბიჭი სახლში არ დახვდა - რა მოხდა ასპინძაში
    8 აპრილს, გვიან ღამით, ასპინძაში 35 წლამდე მამაკაცმა 27 წლის მეუღლე დანით მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. მამაკაცი მეუღლის მკვლელობის შემდეგ თავს დაესხა შუახნის მამაკაცს, რომლის შვილზეც ეჭვიანობდა. "ცოლი მოკლა და შემდეგ მის მოსაკლავად წავიდა,მაგრამ ბიჭი სახლში არ დახვდა და 65 წლის მამას დაესხა თავს", - განაცხადეს ადგილობრივებმა "სამხრეთის კარიბჭესთან". მას ჭრილობა ბლაგვი საგნით თავში აქვს მიყენებული. დაჭრილი თბილისის ერთერთ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს.ადგილობრივთა თქმითვე, ოჯახში ცოლ–ქმარი ხშირად ჩხუბობდა და რამდენიმე თვის წინ, დაშორებულებიც იყვნენ.
    აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი