გოჩა ჩერტკოევმა „პრაიმტაიმის“ ინფორმაცია, რომ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ აღარ იქნება, დაადასტურა. გოჩა სოციალურ ქსელში მსახიობების ყოფას გამოეხმაურა.
„საწყენია, ღმერთმა იცის, როგორ ვცდილობდი დახმარებას. ყველაფერს კარგს ვუსურვებ ქართულ შოუ-ბიზნესს, ჩემს გარეშე. დიდება ღმერთს ყველაფრისთვის. გოჩა“ – წერს ჩერტკოევი.“
აი რას წერდა „პრაიმტაიმი“ რამდენიმე დღის წინ.
„იმედზე“ მალე „ცეკვავენ ვარსკვლავები“ აიღებს სტარტს. მონაწილეთა საგანგებოდ გასაიდუმლოვებული სია „პრაიმტაიმმა“ უკვე შემოგთავაზათ. უცნობია, ვინ იჯდება პროექტის ჟიურიში. თუმცა, „პრაიმტაიმმა“ მოიპოვა ინფორმაცია, რომ ამჯერად „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურიში ვერ ვნახავთ გოჩა ჩერტკოევს. როგორც ამბობენ, თავის დროზე პროექტის პროდიუსერი ნოე სულაბერიძე სწორედაც გოჩასთან კონფლიქტის შემდეგ გაუშვეს პროექტიდან. როგორც უკვე გითხარით, ნოე საყვარელ საქმეს დაუბრუნდა. ამბობენ, რომ სწორედ ნოეს დამსახურებით აღარ იქნება გოჩა ჩერტკოევი პროექტში.
„პრაიმტაიმი“ ნოეს დაუკავშირდა:
– ნოე, პროექტის ჟიურის წევრების ვინაობა გვაინტერესებს…
– ამ ეტაპზე ვერაფერს გაგიმხელთ…
– გვაქვს ინფორმაცია, რომ გოჩა ჩერტკოევი აღარ იქნება ჟიურის წევრი.
– ვერც ამ ინფორმაციას დაგიდასტურებთ. არც უარვყოფ.
– ამბობენ, რომ თავის დროზე თქვენი „იმედიდან“ წასვლა სწორედ ამ ადამიანს უკავშირდებოდა და დღეს ის თქვენს დაბრუნებას შეეწირა…
– სისულელეა, დღემდე ვმეგობრობ გოჩასთან და ხშირად ვხვდებით ერთმანეთს.
– ანუ, თუ წელს გოჩას ვეღარ ვნახავთ პროექტში, თქვენი დამსახურება არ იქნება?
– არა, რა თქმა უნდა… ვიმეორებ, გოჩასთან დღემდე ვმეგობრობ.
წყარო