ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება რუსთავი-2-ის პროექტს „იქს ფაქტორი“, სადაც ჟიურის წევრებმა მონაწილეს დასცინეს: „ვინ იყო გუშინ "რუსთავის" მეგაშოუში ხონიდან ჩამოსული ბიჭი. კულტურასთან მწყრალად მყოფი ოთხი სუბიექტი რომ დაჰხარხარებდა თავზე და საცინლად იგდებდა - ხომ არ ვიქნები მათსავით უკულტურო და არ დავწერ, სხვის ჩაცმულობაზე რომ იცინოდნენ, საკუთარი ჰქონდათ ნანახი სარკეში-მეთქი? ამაზრზენი ამბავი იყო - რომელსაც ტაშს უკრავდა ასობით ადამიანი. მე რომ სახალხო დამცველი ვიყო - ამ ერთი შემცბარსახიანი ბიჭის გამო ავტეხდი ისეთ ამბებს, რომ მარტო ამით დავრჩებოდი ისტორიაში.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge