ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    გელა ხვედელიძის ადვოკატები გამოძიებას ტენდენციურობაში ადანაშულებენ


    შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის ადვოკატები გამოძიებას ტენდენციურობაში ადანაშაულებენ. ისინი უკვე გაეცნენ საქმის მასალებს და აცხადებენ, რომ სამართალდამცველები არ არიან დაინტერესებული ამ დანაშაულის გახსნით.
    „საგამოძიებო ორგანო არის ან არაკვალიფიციური, ან უბრალოდ არ გააჩნიათ დანაშაულის გახსნის ინტერესი. ნებისმიერ შემთხვევაში სახეზე გვაქვს ჩვენ, სახელმწიფოს არ აქვს სურვილი, რომ გაიხსნას გელა ხვედელიძის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული,“ - განაცხადა ადვოკატმა არჩილ ჩუბინიძემ.
    მათივე თქმით, საქმის მასალები დაახლოვებით 200 გვერდია, თუმცა, ღირებული მტკიცებულება 3 კვირის განმავლობაში გამოძიებას არ მოუპოვია. ადვოკატების განცხადებით, საქმეში არ არსებობს პირდაპირი მოწმე და არ არსებობს ბარნოვის ქუჩის გარე სათვალთვალო კამერების ვიდეო ჩანაწერები.
    ადვოკატებმა დღეს მიმართეს შუამდგომლობით პოლიციას, რომ ბარნოვის და თარხნიშვილის ქუჩებზე 20-მდე ობიექტიდან ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღონ.


    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი