"როიტერთან" საუბრისას ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსის თანაშემწემ აღნიშნა, რომ აშშ არ მიიღებს დამატებით ზომებს ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების მიერ რაკეტების წარუმატებელი გაშვების გამო.
"ჩვენ გვქონდა ზუსტი ინფორმაცია როგორც რაკეტების გაშვებამდე, ასევე გაშვების შემდეგ, ჩრდილოეთ კორეამ ორჯერ სცადა რაკეტების გაშვება, ორივე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ორივე აფრენისთანავე ჩამოვარდა. ასე, რომ ჩვენი ჩარევის აუცილებლობა არ არის, ჩვენ არ ვაპირებთ რესურსების ხარჯვას."