მსახიობ გივი ბერიკაშვილს გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე ხელფასი გაუნახევრეს.
როგორც საქართველოს სახალხო არტისტმა მსახიობმა თამარ სხირტლაძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, გივი ბერიკაშვილმა ეს ფაქტი ძალიან განიცადა.
"ასეთი დიდი ტკივილით მსახიობი არ უნდა გაუშვა იმ ქვეყნად. ჩვენ ძალიან ახლობლები ვართთა მე არ ვიცოდი, მოვიდა ჩემთან, ხელფასი მომიჭრესო, მე იმას ვტირი ზურას რა ვუყოო, ზურა იღებდა ამასო, მოკვდება ალბათ, მშიერიო. ეს იყო გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე. რატომ უნდა წასულიყო გივი ბერიკაშვილი ტკივილით, ასეთი დიდი სიყვარულით სარგებლობდა, რატომ უნდა ტკენოდა გული და ისე რატომ უნდა წასულიყო", - განაცხადა თამარ სხირტლაძემ.
შეგახსენებთ, რომ მსახიობებს თამარ სხირტლაძეს, გივი ბერიკაშვილს, ლეო ანთაძეს, თენგიზ არჩვაძეს, ნოდარ მგალობლიშვილს ხელფასები შეუმცირდათ. მგალობლიშვილმა პროტესტის ნიშნად თეატრი დატოვა.