საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 10 აპრილს თბილისში, ორთაჭალაში მამამ საკუთარ შვილს ცეცხლსასროლი იარიაღი ესროლა და დაჭრა. მოგვიანებით დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ ფაქტის შესახებ პოლიციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, თუმცა ვრცელდება ახალგაზრდის გარადაცვალების სხვა ვერსია, რომელიც "იბერიამ" მოიპოვა: „24 წლის დაჭრილი ბიჭი პოლიციის მანქანაში სამართალდამცავების დაუდევრობის გამო გარდაიცვალა. შემთხვევა ორთაჭალში, ბერძენის ქუჩაზე, შამოევების ოჯახში მოხდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ 24 წლის ბიჭი შელაპარაკების ნიადაგზე მამამ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. “იბერიისთვის” კი ცნობილი გახდა, რომ საპატრულო პოლიციას შელაპარაკების ნიადაგზე დაჭრილი 24 წლის მამაკაცი ერთი საათის განმავლობაში მანქანაში ჰყავდა და მის გამოკითხვას აწარმოებდა. როდესაც ახალგაზრდამ თავი შეუძლოდ იგრძნო, პოლიციამ ის საავადმყოფოსკენ წაიყვანა, თუმცა თვითმხილველების ინფორმაციით, პოლიციას გზაში ბენზინი გაუთავდა, რის გამოც ახალი ეკიპაჟი გამოიძახა. ახალგაზრდა მამაკაცი ახალ ეკიპაჟში გადასმის შემდეგ საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაცვალა.“
შეგახსენებთ, რომა ფაქტის შესახებ პოლიციამ ეს ვერსია გაავრცელა: „ის ფაქტი, რომ მიხეილ შ. მამამისის მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ფეხის არეში დაიჭრა, პოლიციას გამოკითხულმა პირებმა დაუმალეს. აღნიშნულის შესახებ დუმდა თავად დაჭრილიც, გარეგნულად კი მას დაზიანება არ აღენიშნებოდა. ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე სისხლის კვალი ასევე არ დაფიქსირდა.როგორც მიხეილ შ.-ს მეუღლემ, 1997 წელს დაბადებულმა მარიამ ტ.-მ მოგვიანებით პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, დაჭრის ფაქტი მან თავდაპირველად პოლიციას მეუღლის კატეგორიული მოთხოვნით დაუმალა. თუმცა, მიუხედავად მიხეილ შ.-ს გაფრთხილებისა, როდესაც მან შენიშნა, რომ მისი მეუღლე შეუძლოდ გახდა, პოლიციას სიმართლე გაუმხილა და დახმარება ითხოვა. აღნიშნულის შემდეგ, სამართლდამცველებმა, ოპერატიული რეაგირებისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, მიხეილ შ. დაუყოვნებლივ ჩასვეს ავტომანქანაში და უახლოეს საავადმყოფოში მიიყვანეს. მიუხედავად ჩატარებული სამედიცინო ღონისძიებებისა, მიხეილ შ. საავადმყოფოში მიყვანიდან, დაახლოებით, ერთ საათში გარდაიცვალა“.