22 აპრილს, შაბათს, „იმედის“ ტელეეთერში სტარტი აიღო გადაცემამ „პრაიმშოუ“. პირველი გადაცემა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილეებს მიეძღვნა. სტუდიაში სხვა სტუმრებთან ერთად მოწვეულნი იყვნენ პროექტის მონაწილეები. გადაცემის მსვლელობის დროს, ერთ-ერთმა წამყვანმა, ანრი ჯოხაძემ მარკუს მეტრეველს უთხრა, – „როგორც მითხრეს, ცეკვა კარგად გამოგდის, იქნებ აქ მაინც მიაღწიო წარმატებას, თუმცა, ბოლოს ისეთი სიმღერა ჩაწერე, უკვე ჰიტია, ყველას გაგავაგებინე რომ ბავშვი იატაკიდან არ ჩნდებაო…
ანრის სიტყვების შემდეგ პროტესტის ნიშნად მარკუს მეტრეველმა სტუდია დატოვა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით მარკუსი იმ დღესვე მივიდა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პროდიუსერებთან და პროექტის დატოვების შესახებ აცნობა. მარკუსი მზად იყო ჯარიმაც გადაეხადა. ამბავი იმით დამთავრდა, რომ მომღერალი პროდიუსერებმა პროექტში დიდი ხვეწნის შემდეგ დააბრუნეს.
ამ ინფორმაციის გადამოწმება ჩვენ მარკუსთან ვცადეთ.
მარკუს მეტრეველი:
– ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებ. ჩემთვის დიდი პატივია „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობა. პროფესიონალებთან გვიწევს ურთიერთობა და ეს გამომადგება კარიერაში. მეტს ვერაფერს გეტყვით, უკაცრავად.
ჩვენ პროექტის პროდიუსერს ნოე სულაბერიძესაც დავუკავშირდით.
– ნოე, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ „პრაიმშოუ“ მარკუს მეტრეველმა პროტესტის ნიშნად ანრი ჯოხაძის რეპლიკის შემდეგ დატოვა…
– მართლა? არ ვიცი, რა რეპლიკაზეა ლაპარაკი?
– ანრის უთქვამს, – იქნებ ცეკვებში მაინც დაიმკვიდრო თავიო.
– მართლა არ გამიგია.
– არც ის დაგინახავთ, რომ მარკუსმა სტუდია პროტესტის ნიშნად დატოვა?
– სტუდიაში იმდენი ხალხი იყო, ზოგი გადიოდა, ზოგი შემოდიოდა. მართალი გითხრათ, არ შემიმჩნევია.
– ისიც ტყუილია, რომ მარკუსმა პროექტი დატოვა და მხოლოდ თქვენი თხოვნის შემდეგ დაუბრუნდა „ცეკვავენ ვარსკვლავებს?
– რა სისულელეა. მარკუსი ისეთი კომფორტია ჩვენთვის, ყველაზე მოწესრიგებული და მობილიზებული მონაწილეა ამ პროექტის. არსად არ წასულა, ჩვენთანაა.
ჩვენ ანრისთან დაკავშირებაც ვცადეთ, მაგრამ მომღერალმა არც ტელეფონზე და არც სოციალურ ქსელში არ გვიპასუხა.
ნინო მჭედლიშვილი
წყარო