ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    დედამ ქალიშვილი საქართველოში აღარ გამოუშვა - სიყვარული, რომელმაც დიდი გამოცდა გაიარა

    დედამ ქალიშვილი საქართველოში აღარ გამოუშვა - სიყვარული, რომელმაც დიდი გამოცდა გაიარა
    მერაბ ამზოევი და მისი მეუღლე სოფია ქავთარაძე „X ფაქტორიდან“ უკვე გაიცნო ქართველმა საზოგადოებამ, ჩვენ კი მოგიყვებით ამ ლამაზი წყვილის თავგადასავალს, რომელიც დიდი ვნებით და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, განშორების ტკივილით არის სავსე.დღის დედოფალია 23 წლის სოფია ქავთარაძე.სიძე - 25 წლის მერაბ ამზოევი.ერთმანეთი კოლეჯში გაიცნეს. მერაბი შოუბარმენობას ეუფლებოდა, სოფია კი სასტუმროს საქმეს სწავლობდა, თუმცა ერთი წელი ისე გავიდა, ერთმანეთისთვის სიტყვა არ უთქვამთ. არც მერაბი დგამდა პირველ ნაბიჯს და არც სოფია, მაგრამ ორივე დანახვისთანავე მიხვდა, რომ თავისი ადამიანი იპოვა.ამასობაში ახალი წელიც მოახლოვდა. საახალწლოდ შოუს დგამდნენ კოლეჯში და მერაბს სთხოვეს, წვეულებაზე გიტარით ემღერა. ერთ დღესაც კოლეჯში მისულ სოფიას მერაბი გიტარით ხელდამშვენებული დახვდა, რეპეტიციას გადიოდა. გვერდით რომ ჩაუარა, უცებ ხმა შემოესმა: „არ გინდა, მე და შენ საახალწლო სიმღერა დუეტში ვიმღეროთ?“ გაოგნებული სოფია მიუბრუნდა და ცოტა ყოყმანის შემდეგ გვერდით მიუჯდა. ასე გაიცნეს ერთმანეთი.მალევე მერაბმა კოლეჯის წვეულებაზე ერთად წასვლა შესთავაზა. სოფიას საკუთარი ხელით შეკერილი წითელი კაბა ეცვა. 
    ამ დღიდან დაიწყო ხშირი შეხვედრები, სეირნობები, თუმცა სიყვარულზე ხმა დიდხანს არც ერთს დასცდენია. ყველაფერი თანდათან და თავისთავად მოხდა. „მიყვარხარ“ არ უთქვამთ ერთმანეთისთვის. ერთხელაც კინოში დაპატიჟა ბიჭმა გოგო და პირველად აკოცა. რამდენიმე თვეში სოფია კვიპროსში გაემგზავრა ერთ-ერთ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. დათქვეს, რომ 20 დღეში უკან დაბრუნდებოდა, თუმცა დედამ, რომელიც მათი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო, გოგო საქართველოში აღარ გამოუშვა. კონტაქტს მიმოწერით აგრძელებდნენ, მაგრამ ამ მანძილზე ურთიერთობის შენარჩუნება რთული აღმოჩნდა და ნახევარი წლის შემდეგ მათი ურთიერთობა გაწყდა. 2 წლის შემდეგ სოფია კვიპროსში დაინიშნა, ნიშნობის ფოტოები კი სოციალურ ქსელში ატვირთა. მართალია, ჯერ კიდევ მერაბი უყვარდა, მაგრამ ფიქრობდა, რომ მათ ურთიერთობას გაგრძელება ვეღარ ექნებოდა და გადაწყვიტა, კვიპროსელი ფეხბურთელისთვის შანსი მიეცა. მერაბმა ეს რომ გაიგო, აღარ დააყოვნა, კვიპროსში ჩაფრინდა და... უკან სოფიასთან ერთად დაბრუნდა.მალევე საქართველოში იქორწინეს და თავგადასავლებით სავსე მათი ზღაპარიც ბედნიერად დასრულდა.

    წყარო:digest.pia.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი