ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ქეთა თოფურია პატარა ქალიშვილის, ოლივიას ფან-გვერდზე ახალი ფოტოებით ქმართან ერთად გამოჩნდა

    ქეთა თოფურია პატარა ქალიშვილის, ოლივიას ფან-გვერდზე ახალი ფოტოებით ქმართან ერთად გამოჩნდა
    იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 30 წლის ქეთა თოფურიას უკვე ერთი წელია, 37 წლის რეპერ გუფთან აქვს რომანი. ჭორები ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა ლევ გეიხმანთან ქორწინებაში მყოფ ქეთა თოფურიას ირგვლივ სკანდალი კარგა ხანს გაგრძელდა.ჭორის გავრცელებიდან მალევე, გადაცემაში "Ты не поверишь!" ქეთას დედამ, ნატალია თოფურიამ განაცხადა, რომ მისი ქალიშვილი ქმარს პრაქტიკულად ვერ ნახულობს, რადგან გეიხმანი აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს. ქეთა თოფურიას ინსტაგრამის გვერდზეც, სადაც მომღერალი აქტიურად ათავსებს ფოტოებსა და ვიდეოებს, ლევ გეიხმანის ფოტოები კარგა ხანს არ გამოჩენილა. ახლახან კი ქეთა თოფურიას პატარა ქალიშვილის, ოლივიას ფან-გვერდზე ახალი ფოტოები გამოქვეყნდა, რომელზეც ოლივია, ქეთა და ლევი ერთად არიან. ფოტოებზე ლევ გეიხმანის მამაც არის ასახული. "აი, მამიკოც" - ვკითხულობთ ერთ-ერთი ვიდეოს წარწერაში, რომელზეც პატარა ოლივია დედ-მამასთან ერთადაა. ოჯახი წვეულებაზეა გადაღებული, თუმცა უცნობია, რას აღნიშნავენ ისინი. ერთობლივ ვიდეოს უამრავი კომენტარი მოყვა. კომენტარების ავტორები ოჯახს კვლავ ერთად ყოფნას ულოცავენ: "რა სასიამოვნოა თქვენი ერთად დანახვა. ბედნიერებას ვუსურვებ თქვენს ოჯახს!"; "მიხარია რომ კვლავ ერთად ხართ"; "მამიკო და დედიკო!... ოლივია გაერთიანებთ და ეს ანგელოზი არაჩვეულებრივია", - წერენ კომენტარების ავტორები.


    წყარო:ambebi.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი