ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    რატომ გაუშვეს ბაბულიკები სერიალიდან – „კოტესგან ვიცი ეს ამბავი…“

    ჯერ კიდევ მაშინ როცა „ბაბულიკები“ ჩემი ცოლის დაქალებიდან გაუჩინარდნენ, სცენარის მიხედვით ავარიის შედეგად გადრაიცვალნენ, საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ აქ რაღაც ისე ვერ იყო, რომ სცენარი უცნაურად განვითარდა. კულუარებში საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ მსახიობებმა (კოტე თოლორდავამ, გიორგი ყიფშიძემ, კახა აბუაშვილმა და სანდრო კაკულიამ) ჰონორარის მომატება ითხოვეს. ჯგუფმა „კრეატივმა“ საუკეთესო გამოსავალი მოძებნა. სცენარისტს სთხოვა, მათი გმირები სერიალში საჭირო აღარ ყოფილიყვნენ. და ასეც მოხდა.
    დღეს, როცა მსახიობების ჰონორარის თუ სახელმწიფო ჯამაგირის თემა კვლავ აქტუალურია, ჩვენ ამ ამბავს დავუბრუნდით.
    მერაბ ჭიკაშვილი (მსახიობი):
    – მე ეს ამბავი კოტესგან ვიცი. კოტე ჩემი მეგობარი იყო, მის ოჯახთან ახლო ურთიერთობა მქონდა, ამდენად, პირად საუბრებში ხშირად მომისმენია მისი გულისტკივილი. კოტე აღარ არის, არ მინდა ცუდად გამოვიდეს, მაგრამ რაც ვიცი იმას გეტყვით. გულისტკივილით ყვებოდა, რომ მცირე ბიოუჯეტი ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი დატვირთვით მოშაობდნენ. ბოლოს, როგორც იცით, ჭკვიანურად მოიშორეს ბიჭები სერიალიდან.
    – რას ამბობდა კოტე, ხელფასი გავაპროტესტეთ და ამის გამო ჩამოგვაშორეს სერიალსო? 
    – ყველას ეგონა, რომ ამ ადამიანებს უზარმაზარი ჰონორარი ჰქონდათ. ზოგადად ხომ არავის სჯერა მსახიობების გაჭირვების, განსაკუთრებით მათი, ვინც ტელეეკრანზე ჩანს. სინამდვილეში 1700 ლარი ჰქონდათ. ამბობდნენ მივიდეთ, დაველაპარაკოთო. დალაპარაკება კი ნახეთ როგორც დამთავრდა…  ეს არის სწორედ ჩვენი პრობლემა, ყველას ჰგონია, რომ არტისტებს დიდი ხელფასი აქვთ. არ გვაქვს ხალხო! ჩვენი ერთი გადაღების დღე 100-150 ლარია მაქსიმუმ. ყველას კაპიკებში სჭირდებათ არტისტები, ყველას!
    გიოორგი ყიფშიძე:
    – გიორგი, მართალია, რომ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ბაბულიკების ხელფასი 1700 ლარს შეადგენდა?
    – ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. იქ ყველა მსახიობს ერთნაირად არ უხდიან და ჯამაგირის ოდენობაც კომფიდენციალურია.
    – რომელიმე თქვენთაგანმა (ბაბულიკებს ვგულისხმობ) მოითხოვა ჰონორარის მომატება?
    – „ჩემი ცოლის დაქალები“ არის სერიალი. სერიალის პირობებში ნორმალურად მიხდიდნენ. პირადად მე დღეში 150 ლარს. ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ შედარებითია ყველაფერი, ხომ ასეა?
    – კი ბატონო, მაგრამ ეს არაა ჩემი კითხვის პასუხი…
    – მე პირადად არ გამიპროტესტებია. დანარჩენზე ვერაფერს გეტყვით. რაც შიგნით პროდიუსინგში ხდება, გარეთ არ გამოდის.
    ჩვენ კახა აბუაშვილთან დაკავშირებაც ვცადეთ, მაგრამ როგორც გავარკვიეთ, კაბუ საფრანგეთში იმყოფება.
    ნინო მჭედლიშვილი

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი