ჟურნალისტი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში ამ წერილს აქვეყნებს:
"ოკეანის გაღმა კიდევ ერთი ქართული სიცოცხლე დამთავრდა!თუ არ დავწერე მეც გული გამისკდება. ზუსტად ერთი წლის წინ გავიცანი მამუკა, როდესაც დაბნეული ჩავედი ფილადელფიაში, უცხო შტატში, უცხო ადამიანებთან შესახვედრად, საქმეზე. ვინაიდან სწორად ვერ მაგებინებდნენ, მითხრეს, მამუკა ქართველია, მას დაგალაპარაკებთო და სრულიად შემთხვევით, ამერიკელის ტელეფონზე ქართული ხმა გაისმა. მამუკა: - ციცი ხო?
მე ფეისბუქით გიცნობთ. არ ინერვიულოთ ყველაფერი კარგად იქნება, სანდო ხალხია. მე: - მადლობა, თქვენ გაგახაროთ ღმერთმა, ძალიან დაბნეული და შეშინებული ვარ. არ ვიცი რა ვქნა. და ასე დაიწყო ჩვენი სატელეფონო მეგობრობა. მე: - მამუკა, ჰა, რა ხდება აბა, როდის გაქვს ინტერვიუ. მამუკა: - მალე ციცი, მალე. მე: - გილოცავ ბიჭო მამუკა, გრინ კარტაც მალე მომელოცოს. მამუკა: - ჰო, ციცი ერთად ვიყიდოთ ბილეთები და ერთად გავფრინდეთ სააღდგომოდ მონატრებულ სამშობლოში.
დღითიდღე ელოდებოდა საბუთს და ნეტავ გენახათ როგორ ვგულშემატკივრობდი. თითქმის ყოველ დღე ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. ზუსტად ორი დღის წინ ორშაბათს, მახარა, მართვის მოწმობა ავიღე და ვიცი გაგიხარდებაო. მცირეწლოვანი
შვილების მამა, რომელსაც ცოლ-შვილი საქართველოში ელოდებოდა. ფილადელფიაში პიცერიაში მუშაობდა დელივერიზე და დილიდან ღამის პირველ საათამდე აქეთ-იქით დარბოდა.
მე რომ ფილიში ჩავდიოდი, საკუთარი მანქანით მემსახურებოდა, ბენზინის ფულსაც კი არ მართმევდა, პატარა ბავშვივით მესაქმებოდა, მეხმარებოდა და ძმასავით გვერდში მედგა. ვეუბნებოდი, შენნაირი ადამიანი ჯერ არ მინახავსთქო. თან სულ ვღადაობდით, სულ ვიცინოდით. ისეთი მომღიმარი სახე ჰქონდა და ციმციმა თვალები. უაზროდ ენატრებოდა თავისი მეუღლე, ანა და შვილები. სულ მათთან ერთად უნდოდა ყოფნა.
"ციცი, მეტი აღარ შემიძლია, თუ არ მოვა გრინ კარტა, აგვისტოში მივდივარ, აქ ვეღარ ვძლებ, შვილების გარეშეო."სულ ერთმანეთს ვამხნევებდით და ვეუბნებოდით, აი, ნახავ ყველაფერი კარგად იქნება. ხალხო, საკუთარი ძმა არ დაგეხმარება აქ, ამერიკაში, ისეთი რეჟიმია, დრო არავის აქვს შენთვის. მან კი დიდი პატივი მცა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. ძალიან ვწუხვარ, ანა, პატარებო, ვიზიარებ თქვენს ტკივილს.
ძალიან მაგარი მამა გყავდათ, ბავშვებო, სულ თქვენზე ამოსდიოდა მზე და მთვარე. წეღან ვურეკავდი, ერთი ვკითხო რას შვრებათქო და უცებ სხვა მამაკაცმა გამცა პასუხი და მითხრა, რომ მამუკა გულით გარდაიცვალა, გუშინ. ვაიმე, როგორ არ მჯერა! როგორ ყველაფერმა დაკარგა აზრი!!!
მამუკა, ვერასდროს დავიჯერ შენ რომ აღარ ხარ! მომენატრები მეგობარო! განძი იყავი, დიდი განძი! ღმერთმა შეაძლებინოს შენს ოჯახს!ემიგრანტებო თავს გაუფრთხილდით, არ ინერვიულოთ ხალხო!!! ყველა ვერ უძლებს ამ მონატრებას, მარტოობას, სიშორესა და ნოსტალგიას. ოკეანის გაღმა კიდევ ერთი ქართული სიცოცხლე დამთავრდა!"
წყარო