ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ნიკო ლეკიშვილი: ამათ რომ იწუნებთ, ის გინდათ, ორი გვამი მომიტანეთო, რომ ამბობდა?

    როცა ქალაქის მერი გავხდი, ერთმა ჩემზე თქვა - სამ დღეში პურის საკითხი რატომ არ გადაწყვიტაო?" - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა ნიკო ლეკიშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.

    „10 წლის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება. ამათ რომ იწუნებთ, ის გინდათ, ორი გვამი მომიტანეთო, რომ ამბობდა? ყურადღებით გაიაზრეთ თურქეთის ლიდერის რჩევა ევროპაში მცხოვრები თურქების მიმართ: ვინც მანდ ხართ, ბევრი შვილი გააჩინეთო. გგონიათ, ეს იმ თურქებს არ ეხება, ბათუმში რომ ცხოვრობენ? ამაზე იფიქრეთ და არა დაგროვილ ბოღმაზე. როცა ქალაქის მერი გავხდი, ერთმა ჩემზე თქვა - სამ დღეში პურის საკითხი რატომ არ გადაწყვიტაო? ნანი ბრეგვაძემ თბილისობაზე რომ მამღერა, იმავე კაცმა თქვა - ნიკო ლეკიშვილმა სიმღერა მაინც იცოდესო... როცა ბოღმა ხარ, არაფერი მოგეწონება", - განაცხადა ნიკო ლეკიშვილმა.




    წყარო : wyaro

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი