როგორც "გურიის მოამბეს" აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისიდან ატყობინებენ, ამ წუთებში ქალაქ ოზურგეთის მერი, ბეგლარ სიორიძე და ჩოხატაურის მუნიციპალურ საკრებულოში ჩხაკაურას მაჟორიტარი დეპუტატი ბაკურ შარაშიძე ერთმანეთს სცემენ. ადგილზე მისული საპატრულო ეკიპაჟები კი მხარეების დაშორიშორებას ცდილობენ. "გურიის მოამბეს" მოსახლეობა დახმარებას სთხოვს. როგორც მედიასთან საუბარში თვითმხილველები ამბობენ დაპირისპირება ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე არსებული სპორტის სასახლის დემონტაჟიდან შემოსული თანხების გაყოფას მოყვა. ქალაქის მერი 70% ითხოვდა, ხოლო დეპუტატი, რომლის ახლობლებიც ახორციელებენ ობიექტის დემონტაჟს ამას აპროტესტებდა.
წყარო:guriismoambe.com
წყარო:guriismoambe.com