ერაყში, "ისლამურის სახელმწიფოს" პოზიციებზე განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად მოკლულია ISIS-ის მეთაურის აბუ ბაქრ ალ ბაღდადის მარჯვენა ხელი და ე.წ. "თავდაცვის მინისტრი " იიად ჰამიდი მოკლეს. ამის შესახებ განცხადებას ერაყის სახელმწიფო ტელეარხი IMN ავრცელებს. მისი ცნობით, ჰამიდი მოკლულია სირიის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ელ ქაიმში, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" ერთერთ უკანასკნელ დასყრდენს წარმოადგენს ერაყში. ტერორისტების ლიდერის სიკვდილი ერაყის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ვრცელდება.
წყარო
წყარო