სანამ სახელმწიფო გვაქვს, სანამ ის სახეზეა, სწორედ სახელმწიფო პოლიტიკის რანგში უნდა იყოს აყვანილი ბრძოლა სიღარიბისა და სიღატაკის წინააღმდეგ და ეს სახელმწიფოს არსისეული ფუნქციაა.
სხვაგვარად, სახელმწიფოს ბუნება არ არის მოაზრებადი და ამ პრინციპს იცავს ნებისმიერი ყაიდის ხელისუფლება - იქნება მემარჯვენე თუ მემარცხენე . უბრალოდ, სხვაობა მიზნის მიღწევის გზებსა და საშუალებებშია.
მიუხედავად ამისა, კონსტიტუციაში სახელმწიფოს სოციალური მხარის, მისი სოციალური ფუნქციის ხაზგასმით გამოკვეთა, არის სერიოზული სიბრიყვე და სამართლებრივი ტავტოლოგია უარესს შემთხვევაში - შორს გამიზნული მავნებლობა, ფუნდამენტურად ანტისახელმწიფოებრივი.
ივანიშვილი სულ უფრო და უფრო ემსგავსება ყასაბს, რომელსაც სადოქტორო დისერტაციის დაცვა დაავალეს კონსტიტუციონალიზმის პრინციპებზე .
ლევან კალმახელიძე