ამბავი, რომელიც ერთ ადამიანს თავს გადახდა, მეგობარმა მომიყვა. მას არ სურს ფართო მასშტაბით გამოჩენა, მაგრამ თავად ამბავი იმდენად კომიკური და საინტერესოა, ნამდვილად ღირს, მონაყოლის გამომზეურება: “ერთი ყველასათვის ძალიან საყვარელი ადამიანი და ჩემი ძველი, კარგი მეგობარი ოდესღაც, 1994 წელს ბიძინამ მონტეკარლოში დაპატიჟა. ეს ის დროა, ივანიშვილი ჯერ ხალხმა არ იცის. მგონი, იმასაც ის დრო ერჩია, ხო იცი! მოკლედ, წაიყვანა ეს პატარა ბიჭი “ზღაპარში” და ისეთი დრო ატარებინა, სიზმრადაც რომ ვერ ვნახულობდით 1990 წლებში ჩვენ საცოდავები. ერთი საღამოა თურმე, წევს ეს ბედის ნებიერი აუზში, ლივლივებს რაა… ირგვლივ ყველაფერი ფერადი და ლამაზია. ფირუზისფერ წყალზე ბუშტები ტივტივებს, წევს ეს ყვითელ ლეიბზე ნეტარი სახით, წრუპავს კოქტეილს ქოქოსიდან, უყურებს ცას, სადაც ფეირვერვერკებია… არა, უბრალოდ იმ ღამეს უიტნის კონცერტი იყო და რეკლამასავით გადიოდა მონტეკარლოს ცაზე. უცებ საქართველო გაახსენდა, მშობელი მოენატრა, ძმა… ხელი გადაწია და სასტუმროს მომსახურე თეთრხელთათმანიამა ბიჭმა ანტენიანი ტელეფონი მიაწოდა (მაშინ ეგრე ვეძახდით). აკრიფა ამ ნეტარმაც ჯერ კოდი, მერე ნომერი და ზუმერი რომ გაიგო, გული გაუთბა. მამამისმა ზაურამ აიღო ტელეფონი. ეს იქიდან ბედნიერი ხმით: მამიი… და აქედან ზაურა – “პადვლი” გასაღები სად დადე, შე შობელძაღლო, დედაშენი მესამე დღეა ეძებს, “ტუშონკა” აქ შენახული”!
წყარო:leader.expressinfo.ge