ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    დამალა თუ არა შოთაძემ და გომელაურმა სესიაშვილის შვილის დანაშაული-ენმ-ს სკანდალური განცხადება

    ,,ნაციონალური მოძრაობა" ირაკლი სესიაშვილის შვილის დავით სესიაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის დაწყების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ დავით სესიაშვილს წარსულში სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი.

    ნაციონალური მოძრაობის წევრის კოტე იოსელიანის განცხადებით, მათი ინფორმაციით, მას შემდეგ რაც დავით სესიაშვილმა სუსში მუშაობის დასაწყებად საჭირო პროცედურები გაირა, აღმოჩნდა, რომ მისი თითის ანაბეჭდები აღმოჩენილი იყო წარსულში ჩადენილი ქურდობის ერთ-ერთ გაუხსნელ საქმეში.

    ,,სისხლის სამართლის საქმე აღიძრა თბილისში ქურდობის ფაქტზე,რომელიც დღემდე გამოუძიებელია, დანაშაულის ფაქტზე ჩატარებული საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიებების შედეგად საექსპერტო კრიმინალურმა ჯგუფმა დანაშაულის ადგილიდან ამოიღო შესაძლო დამნაშავის ხელის ანაბეჭდები, რომელიც ექსპერტიზის ბიურომ ცნო ვარგისად. მიმდინარე წელს სუს-ში მუშაობის დაწყების სურვილით მოქალქემ მიმართა, სპეციალური პროცედურების გავლის შემდეგ ანალიზმა გამოავლინა, რომ აღებული თითის ანაბეჭდების ნიმუშები დანაშაულის ადგილიდან აღებული ანაბეჭდების იდენტურია. საუბარია მოქალაქეზე, რომელიც გახლავთ ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი სესიაშვილის შვილი დავით სესიაშვილი,“- განაცხადეს ,,ნაციონალურ მოძრაობაში“.

    ,,ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ისინი მოითხოვენ მოახდინოს სამართალდამცავმა ორგანოებმა, სუსი-სა და შსს -ს მაღალჩინოსნებმა რეგირება და გახადოს საჯარო საქმეში არსებული ყველა დეტალი.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი