ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ადგილობრივების საცხოვრებლების ფანჯრების მინებზე ღვთისმშობლის გამოსახულება კვლავ ჩნდება. ამ დროისთვის ღვთისმშობლის გამოსახულების სულ მცირე 20 ფაქტია დაფიქსირებული. ასეთ სახლებთან უამრავი ადგილობრივი ცნობისმოყვარე ადამიანი იკრიბება. სოციალურ ქსელებში ფაქტის ამსახველი არაერთი ფოტო და ვიდეომასალა ვრცელდება. ზოგიერთი ადგილობრივი იმასაც ამტკიცებს, რომ მის სახლში მაცხოვრის გამოსახულება გაჩნდა.
“ღვთისმშობელი ადგილსამყოფელს ეძებს”, – ასე ხსნიან ადგილობრივი სასულიერო პირები მომხდარ ფაქტს.
ღვთისმშობლის პირველი გამოსახულება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე გალის რაიონში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ადგილობრივმა საკუთარი სახლის ფანჯრებზე აღმოაჩინა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, დღისით ღვთისმშობლის გამოსახულება სახით ქუჩის მხარეს არის, შებინდებისას კი სახლის შიგნით.
წყარო