ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    სკანდალი! – გურამ ლომიძის ყოფილი მეუღლე: “ივანას გამო ოჯახი მიატოვა”

    მომღერლების წყვილს, ივანა მელაის და გურამ ლომიძეს 2 დეკემბერს ამერიკაში ქალიშვილი, ელიზაბეტ-ნატალი შეეძინათ. ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრს, გურამს, პირველი ქორწინებიდან 14 წლის ნიკა და ამერიკაში 7 წლის ლიამი ჰყავს.”პრაიმტაიმში” გამოქვეყნებულ მასალას გურამ ლომიძის ყოფილი მეორე მეუღლე ერიკა შელსტატი გამოეხმაურა.
    “ბოდიში რომ გაწუხებთ, როგორც ჩანს თქვენ გამოაქვეყნეთ ინტერვიუ ჩემ ყოფილ მეუღლესთან გურამ ლომიძესთან და ახალ ივანა მელაისთან დაკავშირებით. კითხვა იყო ასეთი, თუ როგორ მოეწონათ გურამის ბიჭებს თავიანთი ახლად შეძენილი და. მე უბრალოდ მინდა სიმართლე იცოდეთ. ჩემი შვილი არასდროს შეხვედრია მის დას ან ივანას. გურამ შვილი, მას შემდეგ არ უნახავს, რაც ორი წლის და 5 თვის იყო და ის ამ წელიწადს 7 წლის გახდება.
    აქვე უნდა იცოდეთ, რომ გურამი და ივანა ერთმანეთს შეხვდნენ, როცა ჩვენ ქორწინებაში ვიყავით და მან თავისი ოჯახი მის გამო მიატოვა. ის ფინანსურად არასდროს დახმარებია ჩემს შვილს და განქორწინების საბუთების ხელის მოწერაზე უარი განაცხადა, სანამ მე არ ვუთხარი, რომ მისგან ბავშვის მხარდაჭერა არ მჭირდებოდა. მე მესმის ეს თქვენი და გაზეთის შეცდომა არ არის, რომ ცრუ ინფორმაციას გაწვდიან. მაგრამ მე მინდა ხალხმა სიმართლე იცოდეს, რადგან შეიძლება ერთ დღეს ჩემმა შვილმა ინტერვიუებში მის შესახებ ცრუ ინფორმაცია წაიკითხოს.  ყველა ისტორიას აქვს ორი მხარე და მე ნამდვილად მინდა, რომ ჩემი ისტორია კარგად გაიგონ” , – წერს ერიკა შელსტატი.
    – დიახ, ყველა ისტორიას ორი მხარე აქვს. ინტერვიუში იყო კითხვა, თუ როგორ შეხვდნენ თავიანთ დას და როგორც ივანა ამბობს, გურამს ორი ბიჭი ყავს, რომლებმაც კარგად მიიღეს. ივანა ძირითადად ნიკუშაზე საუბრობს და კითხვაზე პასუხის დასასრულს ამბობს, რომ ძალიან მოსწონს თავის ქალიშვილს ორი უფროსი ძმა რომ ყავს, რომლებიც მუდამ დაიცავენ მას.
    – დიახ, მე მესმის, მაგრამ გურამს ლიამი არ უნახავს.  ივანას და გურამს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ ჩემს შვილის სახელთან დაკავშირებით ინტერვიუები არ მინდა.
    თეონა აბესაძე

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი