მარჯანიშვილის თეატრის მსახიობ ქეთევან კიკნაძისგანცხადებით, სხვა მსახიობებთან ერთად მისიხელფასიც შემცირდა და ის 240 ლარს შეადგენს. მისითქმით, თეატრის დირექტორმა ეკა მაზმიშვილმა ესგადაწყვეტილება მათი ოჯახის პოლიტიკურიორიენტაციის გამო მიიღო. მსახიობის თქმით, სახელფასო შემცირება სავარაუდოდ ბიძინაივანიშვილის დახმარების ხარჯზე შემცირდა და ესდირექციამ გადაწყვიტა.მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში ეხმარებოდა არამარტო ხელოვანებს, არამედ, მეცნიერებს და სპორტსმენებს, თუმცა ის არ არის ვალდებული დაეხმაროს."მე, ხელფასის მეექვსედი დამიტოვეს. პენსია არის 180 ლარი და 240 ლარი უნდა ავიღო ხელფასი, 60 ლარის გულისთვის მგონია, რომ არ უნდა დავრჩე თეატრში. გრიპი მქონდა და ახალი წლის წინა ღამეს ჩემთან მოვიდა თეატრის დირექტორი, ქალბატონი მაზმიშვილი და გამომიცხადა, რომ ხელფასს ავიღებ 240 ლარს, ასე მომილოცეს ახალი წელი. საქმე იმაშია, რომ ჩემი ოჯახის ორიენტაციის გამო, მე მათთვის მიუღებელი ვარ"- განაცხადა ქეთევან კიკნაძემ გადაცემაში "პრიორიტეტი". ქეთევან კიკნაძეს საბოლოოდ არ აქვს გადაწყვეტილი დატოვებს თუ არა მარჯანიშვილის თეატრს.
ინფორმაციას „მარშალპრესი“ ავრცელებს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge