ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    7 რჩევა კვერცხების იდეალური ფერისთვის - გამოცდილი ხერხები

    რაც არ უნდა გამოცდილი მეოჯახე იყოთ, სხვათა გამოცდილების გაზიარება ყოველთვის სასარგებლოა. დიასახლისებს ხომ თავინთი აღმოჩენილი ხერხები აქვთ, რითაც ესა თუ ის ნამზადი სტანდარტულზე უკეთესი გამოდის. გამონაკლისი არც კვერცხების შეღებვა გახლავთ. ეს მეთოდები არც თავად მოგვიგონია და არც უცხოურიდან გვითარგმნია - თავად მოგვწერეს დიასახლისებმა. ანუ ყველა მათგანი მრავალჯერ ნაცადი და უტყუარია.
    იმედია, რაღაც ახალს თქვენც აღმოაჩენთ:

    1. შეღებვამდე კვერცხი მოათავსეთ ცივ წყალში 6–7 საათით. ასე დასკდომის რისკი მცირდება

    2. ეს მეთოდი ენდროს გარეშეა:დიდ ხუთშაბათს ქვაბში ვყრი წითელი ხახვის ფურცელს, რომელსაც აღდგომამდე ვაგროვებ. ვასხამ საჭირო რაოდენობით წყალს , ვყრი მუჭა მსხვილ მარილს და ერთ სუფრის კოვზ ძმარს ვასხამ. კვერცხებს ვაწყობ ღრმად, ოღონდ ფსკერთან არშეხებით. ვადუღებ 1O-15 წთ. მეორე დღეს, ანუ წითელ პარასკევს ვღებამ ამ ხსნარში კვერცხებს. ენდროზე უკეთესად იღებება, თან უსაფრთხოა. ოდნავი შეგრილების შემდეგ ვაციებ გამდინარე წყლით,-ეს გაფცქვნას აადვილებს. პრიალისთვის ვუსვამ ზეთიან ნაჭერს. არასწორია ერთად უამრავი კვერცხის შეღებვა-დასკდომა გარდუვალი იქნება.

    3. ბევრს ჰგონია, რომ კვერცხის შეღებვის შემდეგ ქვაბს სიწითლე აღარ მოცილდება. არადა ჩვეულებრივ ირეცხება სოდით ან ნებისმიერი ჭურჭლის სახეხი ფხვნილით. რა თქმა უნდა, ემალის ქვაბში უნდა შეღებოთ.

    4. ხარშვის დროს ცოტა ზეთი და ძმარი დაამატეთ, უფრო მუქი იღებება.

    5. თუ ენდროში წითელი ხახვის ფურცლებს ჩაამატებთ, კვერცხები ბორდოსფერი გამოვა, თუ თეთრი ხახვის ფურცლებს - ოქროსფერ ელფერს შეიძენს.

    6. ძალიან ეფექტურია ენდროს სხნარში გახეხილი ან დაჭრილი ჭარხლის ჩამატება.

    7. რომელი ხერხითაც არ უნდა შეღებოთ, ბოლოს კვერცხები ზეთიანი ბამბით გააპრიალეთ. საოცარ ელფერს შეიძენს.
    წყარო

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი