კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, გიორგი და ზურაბ ყიფშიძეების განცხადებები დაბალ ანაზღაურებასთან დაკავშირებით სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება მიზნად.
მისივე თქმით, ზურაბ ყიფშიძის ხელფასი თვიურად 400 ლარზე 5-ჯერ მეტია.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ამბავია და ახლაც არ წყდება მღელვარება სოციალურქსელებში. მთელი ეს თემა აწყობილი იყო ბატონი ზურაბ ყიფშიძის გაუსაძლისი პირობებისგარშემო. ეთერში ისიც ითქვა, რომ 400-ლარიანი ხელფასის გამო შიმშილობს. ვწუხვარ, რომკონკრეტულ ადამიანზე მიწევს საუბარი და არა სისტემურ საკითხზე, უბრალოდ,ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა ამბავმა, როდესაც პირდაპირ შეცდომაში შეჰყავთსაზოგადოება.
არავითარ 400 ლარზე და მითუმეტეს ყოველთვიურ შემოსავალზე საუბარი არ არის. ბატონიზურაბი ბევრად მეტ ხელფასს იღებს როგორც მარჯანიშვილის, ისე თუმანიშვილისთეატრში. ასევე ერთ-ერთი გადაცემის წამყვანია პირველ არხზე და მეტი ანაზღაურება აქვს. აღარაფერს ვამბობ „ფონდი ქართუს" გრანტის მეშვეობით მიღებულ დახმარებაზე. რა თქმაუნდა, ამას არ ვითვლით, უბრალოდ, მინდა, საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია. ჩემთვისაბსოლუტურად გაუგებარია, ან გიორგიმ, ან ზურამ რატომ ჩაიგდეს თავი ასეთ უხერხულმდგომარეობაში, როდესაც მოყვა გიორგიმ გულის ამაჩუყებელი ისტორია, სადაც 400 ლარზე იყო საუბარი. ჯამურად, დაახლოებით 5-ჯერ მეტი შემოსავალი გამოსდის თვეში.
ძალიან ვწუხვარ, არ ვიცი, რა დავარქვა ამ პროვოკაციას. ყველანირ პოლიტკორექტურობასსაზღვარი აქვს ჩემი მხრიდან. იძულებული ვარ, ამაზე ვისაუბრო, მართლაც ძალიან დიდიამბავი ატყდა. ბევრი პრეტენზია გამოითქვა. მთელი საზოგადოება ამის გამო შეწუხებულია.
დიდი იმედი მაქვს, თავად ბატონი ზურაბი დაადასტურებს იმას, რასაც მე ვსაუბრობ. ჩემთვის გაუგებარია, ასეთ უხერხულ მდგომარებაში რატომ ჩაიგდეს თავი",- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.