ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    როგორ აატირა ვერიკო ტურაშვილმა მეგობრები – „ჩემი ყოფილი ცოლი გამახსენდა“

    ვერიკო ტურაშვილმა კიდევ ერთი ლამაზი სიმღერა და ვიდეორგოლი შემატა თავის რეპერტუარს. „რომ შემეძლოს“ – ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც მაიკო კაჭკაჭიშვილმა წლების წინათ თავის გარდაცვლილ მეგობარს მიუძღვნა და შემდეგ ვერიკოს დაუთმო. არანჟირება – ბორიკო შხიანი, რეჟისურა – „სტატუს სტუდიო“. ყველაფერი კი, როგორც ვერიკო ამბობს, მისი მეგობრის, ნიკა როყვას „ბრალია“. სწორედ მან აიძულა მეგობარი, სიმღერაზე კლიპი გადაეღო. კლიპში ვერიკოს პარტნიორობას უწევს მსახიობი, ლაშა ჯუხარაშვილი. სასიამოვნოდ სანახავია მათი სასიყვარულო ტანდემი ეკრანზე. შედეგი ერთი სიტყვით ასე ჟღერს – გემოვნებიანი!.. კლიპის პრეზენტაცია ლაუნჯ „ლაბელში“ შედგა. ვერიკოს მეგობრები კოლეგისთვის საქებარ სიტყვებს არ იშურებდნენ ჩვენთან საუბრისას.

    ლაშა ჯუხარაშვილი, მსახიობი:
    – ძალიან ვნერვიულობდით ორივე, სანამ კლიპს აჩვენებდნენ. ეს ჩემი პირველი როლია მუსიკალურ კლიპში. მგონი, ვერიკო უფრო იყო ჩემი პარტნიორი, ვიდრე მე – მისი… შედგა პრემიერა, ლამაზი გამოვიდა. ვერიკოს მანამდე არ ვიცნობდი, მის შემოქმედებას ვიცნობდი მხოლოდ. გადაღებებზე გავიცანით ერთმანეთი.

    ქეთი ორჯონიკიძე, მომღერალი:
    – პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ ვერიკო ტურაშვილი ჩემთვის შედის ქართველი მომღერლების საუკეთესო ხუთეულში. სანამ კლიპს ვნახავდი და სიმღერას მოვისმენდი, უკვე ვიცოდი, რომ ვერიკო არაფერს ისეთს არ გააკეთებდა, რაც არ მოგვეწონებოდა. ლამაზი სიმღერაა. პლიპიც ისეთია… გადუნებს და გაფიქრებს. რაც შეეხება ნამღერს, ჩემთვის შეუფასებელია. მის ვოკალსა და ხმაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

    მაიკო კაჭკაჭიშვილი, კომპოზიტორი, სიმღერის ავტორი:
    – ეს არის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიმღერა. ის ჩემს გარდაცვლილ მეგობარს, ლელა ჩხაიძეს მივუძღვენი, რომელიც ჩემი დაქორწინების დღეს გარდაიცვალა. მასზე ახლობელი არავინ მყოლია. დღეს ბედნიერი ვარ, მგონია, რომ ლელა ამ ყველაფერს გრძნობს. ვერიკომ ისე იმღერა, ისე დაგვანახა, მეტირება დღეს.

    – თავად არასდროს გიმღერია ეს სიმღერა?
    – ჩემთვის კი. ასე ფართოდ მხოლოდ ვერიკოს ვანდე.
    – რით დაიმსახურა?
    – დიდი გულით… ძალიან მომეწონა კლიპი, ნამდვილია, ამ სიმღერას უხდება.
    ნოდიკო ტატიშვილი, მომღერალი:

    – ძალიან ბევრი წლის წინათ მოვისმინე ეს სიმღერა. სულ მინდოდა, გამოეტანა მაიას. მომწონდა ძალიან. სწორი არჩევანია, ვერიკოს ხმა ძალიან მოუხდა. ვიდეოც ძალიან ემოციურია. ძალიან კარგი ნამუშევარია, ჩაგვაფიქრა ყველა, ყველას თავისი წილი სევდა გაგვახსენა.
    ვერიკო ტურაშვილი:

    – ჯერ კიდევ ვნერვიულობ და არ ვიცი, როდის დამთავრდება ეს განცდა. ჩემთვის კომპეტენტურმა მუსიკოსებმა და მეგობრებმა მომილოცეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოეწონათ. ბედნიერი ვარ. ყველაფერი გამოვიდა და ძალიან მიხარია.
    აჩიკო მეფარიძე, მომღერალი:

    – ეს არის, პირველ რიგში, საუკეთესო ნამღერი. ვერიკოს პირველი სიმღერიდან ვიცნობ. ძალიან გაზრდილია. შეიძლება ითქვას, რომ მეტი ზრდა არ სჭირდება. ყველაზე კარგ ფორმაშია დღეს.
    კახა კუხიანიძე, მომღერალი:

    – მე ჯერ ვერიკოს ხმა მიყვარს და მერე ნამღერი. ძალიან ბედნიერი ვარ. ისეთი ემოცია მაჩუქა დღეს, არ ვიცი, როგორ გამოვხატო. ჟრიამული მაქვს სულში. ყველაფერი გამახსენა. სიყვარული მომანდომა. ისეთი ემოცია მოაქვს, შეყვარებული რომ არ იყო, აუცილებლად მოგინდება.
    მარკუს მეტრეველი, მომღერალი:

    – ულამაზესი, სუპერესტეთიკური ხმა აქვს ვერიკოს და ეს უკვე ძალიან დიდი პასპორტია მომღერლისთვის.
    – ვინ გაგახსენა ამ სიმღერამ?
    – ჩემი ოჯახი, ცოლი… დაშორება…
    – ცოლის მერე არავის დაშორებიხარ?
    – (იცინის) რა გინდა? როგორ არა, მაგრამ ის უფრო მძაფრად მახსოვს, ალბათ, იმიტომ რომ ჩემი შვილების დედაა.
    ნინო მჭედლიშვილი
    P.S. მასალაში გამოყენებულია გიორგი ცაავას ფოტოები.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი