საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბაზალეთში, რეგიონალურ მედიას ხვდება:
“გარწმუნებთ, რომ ეს ბობოქრობა და ანტაგონიზმი დასრულდება. აღარ აქვთ ძირითადი რესურსი. ნაციონალური მოძრაობის” მომავალი და ადგილი ქინება სწორედ იქ, სადაც ეკუთვნით. საერთოდ, რაც გაკეთდა ამ ოთხი წლის განმავლობაში ყველაფერი თავდაყირა იყო დაყენებული. მთელი საქართველო ციხედ იყო გადაქცეული. ამ ოთხი წლის განმავლობაში, რაც გაკეთდა ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაფერს საკუთარი სახელი დაერქვა. “ქართულ ოცნებას” ექნება ადგილი, რასაც საზოგადოება მიაკუთვნებს. “ნაციონალური მოძრაობა” დაიჭერს იმ ადგილს, რასაც იმსახურებს. ის სახელი დაერქმევა, რასაც იმსახურებს. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ეყოლება 5, 10 თუ 15 დეპუტატი.
არ ვიცი, რამდენი დარჩათ იმ ნაძარცვიდან, მაგრამ ვეღარ იპარავენ ახალს, ესაა მთავარი. შესაბამისად ეს რესურსიც დაუკნინდათ. საზოგადოებამ ისინი კარგად გაიცნო. შესაბამისად, საზოგადოებას ვპირდები, რომ ისინი საჩუქარს ახლა მიიღებენ, რასაც ელოდებოდნენ 4 წელი.
თავში ეს რომ მეთქვა, რომ 4 წელი დასჭირდებოდა ვერ გამიგებდნენ, მაგრამ ეს ძალიან კარგად ჩანდა. რასაც ელოდნენ 2012 წელს მიიღებენ ახლა. რასაც ელოდნენ, რომ “ნაციონალებს” ექნებათ თავისი ადგილი, ვეღარ “იბლატავებდნენ”… მათ დაუმთავრდათ გარე მხარდაჭერა. მხარდაჭერა საქართველოსკენაა მიმართული. განულდა ის არარეალური მხარდაჭერა, რაც ჰქონდათ…” , – განაცხადა ივანიშვილმა.
marshalpress.ge