ისპაჰანში ხიდის 33 თაღი შეესაბამება ქართული ანბანის 33 ასოს, თითოეულ თაღზე თითო ქართული ასოა გამოსახული.
1598 წელს შაჰ-აბასმა ირანის დედაქალაქი ყაზვინიდან ისპაჰანში გადაიტანა და მისი მშენებლობა დაიწყო. ამ საქმეში კი ქართველებსაც დიდი წვლილი მიუძღოდათ. კერძოდ, მდინარე ზაიენდე-რუდზე ალავერდი-ხანმა ოცდაცამეტთაღიანი ქვის ხიდები ააგო, მათგან ერთი 350 მეტრიანი დღესაც შემორჩენილია და მის სახელს ატარებს. მას განსაკუთრებული ისტორიული და ტურისტული დატვირთვა გააჩნია.
ხიდი ორსართულიანია, კედლები თხელი ქართული აგურით არის ნაშენი. ზედა სართულს ამშვენებს რამდენიმე ძალიან ლამაზი გუმბათი, იგი დაახლოებით 100 მეტრის სიგრძისაა. ქვედა სართულზე გაკეთებულია შეჭრილი ოთახები, რომლებშიც ჩაიხანებია გახსნილი უნდილაძის მიერ აშენებული ხიდის 33 თაღი შეესაბამება ქართული ანბანის 33 ასოს, თითოეულ თაღზე თითო ქართული ასოა გამოსახული.
სპაჰანის ცენტრალური მოედნის წინ ქართველების მიერ ასევე აშენდა 40-სვეტიანი სასახლე “ჩეჰელსუთიუნ”, რომელიც დღესაც შემორჩენილია და ტურისტებისათვის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს. ამ სასახლის ერთ-ერთ კედელზე შაჰ-აბასის ნადიმობაა აახული. იგი ხალიჩაზე ზის და შარბათს მიირთმევს, აქვეა მთელი სასახლის კარი, თუმცა აბასის გვერდით, როგორც პირველი პირველთა შორის- ალავერდი ხან უნდილაძე ზის.