საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა გადაცემა „მთავარი თამარ ჩიქოვანთან" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადილეზე, სოსო გოგაშვილზე გასული სიუჟეტთან დაკავშირებით ისაუბრა. აღნიშნული რეპორტაჟი სახელწოდებით - „სოსო გოგაშვილის ცოლის დების სახელზე გაფორმებული ქონება" ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში გავიდა. როგორც ძიძიგურმა განაცხადა სიუჟეტი რელობას აცდენილია.
„ვიცი, ის ფაქტები, რაც სიუჟეტში იყო მოყვანილი აცდენილია რეალობას. ასეთი ტიპის სიუჟეტები კვირაში შეიძლება 200 გააკეთოს „რუსთავი 2"-მა. იგივე ნაზღაიძის თემაზე რა ამბები ატყდა, გაირკვა რომ ყველაფერი სხვაგვარად არის. ვფიქრობ, პარლამენტი გაცილებით უფრო სერიოზული საქმით უნდა იყოს დაკავებული.
პარლამენტს რომ საგამოძიები ფუნქცია აქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა თემაზე, რაც ტელევიზორში გავა საგამოძიებო კომისია შეიქმნას.
წინა, მე-8 მოწვევის პარლამენტში „ნაციონალურმა მოძრაობამ", თუ არ ვცდები 15 საკითხზე მოითხოვა საგამოძიებო კომისიის შექმნა. ამან რაღაც პაროდიის სახე მიიღო", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.