ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    დავით ნარმანიასთან მიმართებით, “რუსთავი 2-ის” წამყვანმა და ჟურნალისტმა ქარტიის რამდენიმე პრინციპი დაარღვიეს - ჟურნალისტური ეთიკის საბჭო

    საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭოსგადაწყვეტილებითტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გადაცემა “კურიერ PS-ის” წამყვანმა გიორგი გაბუნიამდაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტედა მეშვიდე (დისკრიმინაციაპრინციპიხოლო სადავო სიუჟეტისავტორმა მაია ლომიძემ მესამე (ფაქტის მიჩქმალვაპრინციპი.განმცხადებელი, თბილისის მერი დავით ნარმანია, სადავოდ ხდიდა 2017 წლის 12 თებერვალს გადაცემა P.S-ის ის სიუჟეტს, სადაც საუბარი იყო თბილისში საზოგადოებრივი საპირფარეშოების თემაზე. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მასალა არაზუსტ ფაქტებს შეიცავდა და გარდა პირველი, მეშვიდე და მესამე  პრინციპისა, დარღვეული იყო მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპიც, თუმცა საბჭომ მე-11 პრინციპის დარღვევა არ დაადგინა.საქმის განხილვას ესწრებოდა მხოლოდ განმცხადებლის წარმომადგენელი, მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და საკუთარი პოზიცია არც წერილობით წარმოუდგენიათ.

    გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი